ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტეს მხოლოდ “რეალი” სურს

იტალიაში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ფერნანდო ლორენტე იტალიას დატოვებს და მომავალი სეზონისათვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან მადრიდის “რეალის” მაისურს მოირგებს. მანჩესტერელთა ინტერესის შესახებ, პირველმა “დეილი მირორმა” დაწერა, თუმცა დღეს იმავე შინაარსის ჭორები იტალიაშიც ვრცელდება. ასეა თუ ისე, “სპორტ მედიაზეტის” ინფორმაციით, ესპანელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სამშობლოში დაბრუნდეს და ამდენად, ინგლისელთა მხრიდან ყველანაირი შემოთავაზების უარით გასტუმრებას აპირებს. “იუვენტუსი” დიბალასა და მანძუკიჩის მოსვლის შემდეგ ლორენტესთან გამომშვიდობებას გეგმავს და ამდენად, ასეთ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ “რეალის” შემოთავაზების იმედადღა დარჩება. ლორენტესათვის ეს მშობლიურ ლიგაში დაბრუნება იქნებოდა, რადგან მთელი პროფესიონალური კარიერა, “იუვენტუსში” გადმობარგებამდე, ფერნანდომ სწორედ სამშობლოში გაატარა. თუმცა რამდენად მოისურვებს “რეალი” წინა ხაზის ბასკით გაძლიერებას და გადაიხდის თუ არა მასში ტურინული მხარისათვის სასურველ თანხას, მეორე საკითხია.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x