ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ორშაბათს გერმანიაში უნდა ჩავიდეს გიოტცეს თაობაზე

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ორშაბათს გერმანიაში უნდა ჩავიდეს და საბოლოოდ გადაწყვიტოს მარიო გიოტცეს საკითხი.ბიანკონერები ტრეკუარტისტას შეძენას 8 აგვისტომდე აპირებენ, ანუ იტალიის სუპერთასის მატჩამდე, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ.ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მიუნხენის “ბავარიასთან” გამართავს და რეკორდმაისტერებს სუპერ მარიოს არენდას შესთავაზებს, გამოსყიდვის პერსპექტივით.ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად გიოტცეს სურვილზე, ამან შესაძლოა მთავარი როლი ითამაშოს ტრანსფერში.იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები გერმანიის ნაკრების წევრის თაობაზე ჩიხში შევა, ტურინელები იულიან დრაქსლერს გაიფორმებენ.

წყარო : Tuttojuve

5 thoughts on “მაროტა ორშაბათს გერმანიაში უნდა ჩავიდეს გიოტცეს თაობაზე

  1. მაროტა რაღაც ზომბირებაზე ლაპარაკობდა,კარგად ვერ გავიგე)) თუ აკვირდებით ეგენი მუხლზე დაჩოქვით არავის ეხვეწებიან წამოსვლას,სთავაზობენ მათთვის მისაღებ წინადადებას,არცთუ ურიგოს და ელოდებიან ფეხბურთელის რეაქციას,თუ სურვილი გამოთქვა იუვეში თამაშის,მაშინ ცოტა დათმობაზეც მიდიან.ანუ პირველ რიგში თვითონ უნდა უხაროდეს აქ თამაში,ძალით მოყვანილ და დიდ ფულზე ნაყიდ ფეხბურთელებს ვხედავთ მოედნებზე,საკუთარი სიამაყით “სუპერსთარობის ძეგლად” რომ იქცნენ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.