ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუმენიგე: ” გიოტცე რჩება “

გუანჟოში გამართულ კონფერენციაზე მიუნჰენის “ბაიერნის” მთავარ აღმასრულებელ დირექტორს კარლ ჰაინც რუმენიგეს ვიდალის ტრანსფერის გარდა, გიოტცეს ირგვლივ არსებულ სიტუაციაზეც მოუწია კომენტარის გაკეთება. როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში “იუვენტუსის” უმთავრეს სამიზნედ განიხილებოდა, თუმცა როგორც რუმენიგე აღნიშნავს, მარიოს “ბაიერნში” დარჩენა მოუწევს: ” რაც შეეხება გიოტცეს, მარიო ჩვენს გუნდში დარჩება და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს. ” -რუმენიგეს ეს განცხადება, სავარაუდოდ, სიგნალი იქნება “იუვენტუსის” სპორტული დირექტორისთვის და ისიც უფრო აქტიურად ჩაერთვება გუნდის გაძლიერების მეორე კანდიდატის, იულიან დრაქსლერთან დაკავშრებით, “შალკე 04” -თან მოლაპარაკებებში.

წყარო: tuttosport

1 thought on “რუმენიგე: ” გიოტცე რჩება “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.