ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეტო : “ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ”

 რამდენიმე წუთის წინ ტურინში “იუვენტუსის” ერთ-ერთი ახალწვეულის, მურარა ნეტოს პრეზენტაცია დაიწყო.გთავაზობთ ბრაზილიელი ფეხბურთელის პირველ სიტყვებს ბებერი ქალბატონის წევრის რანგში : “ყველა მეკითხება, რატომ ავირჩიე იუვენტუსი, აქ ხომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვითამაშებ, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ტურინი იქნებოდა საუკეთესო ადგილი ჩემი კარიერისთვის, ჩემი მომავლისთვის და პერსპექტივისთვის.რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს ვინანებ რომ ახლა აქ ვარ, იუვეში თავს ბედნიერად ვთვლი.სიმართლე გითხრათ, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.საინტერესო სიტუაციაა, ვვარჯიშობ ისეთ ლეგენდასთან ერთად, როგორიც ჯანლუიჯი ბუფონია.ფიორენტინადან წამოსვლა მტკივნეული იყო, ამ კლუბმა ბევრი რამ მაჩუქა, მაგრამ რაღაც ახლის დრო დადგა.”

მარკო სტორარიმ გასული ოთხი წლის მანძილზე საკმაოდ ცოტა მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3-6-6-5 – ჯამში 20 შეხვედრა, ვიცე-ბუფონი ძირითადად კოპა იტალიაზე ასპარეზობდა : “პირველი დღიდან, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, არაერთი პრობლემა შემხვდა და მათი გადაჭრა მოვახერხე, ჩემი ყველა გადაწყვეტილება სირთულესთან იყო დაკავშირებული.ასე კონკრეტულად რომ ჩამეხედა რიცხვებზე, მეფიქრა მომავალზე და მხოლოდ ნეგატიურზე, დღეს აქ არ ვიქნებოდი.იუვენტუსში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ეს კლუბი პროგრესში დამეხმარება, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.”

“შეხვედრა ბუფონთან ? – როგორც ნამდვილი პროფესიონალი, დიდებულად შემხვდა.ზოგადად, ვინოვოზე შესანიშნავი ატმოსფეროა, კოლექტივის თითოეული წევრი პატივს სცემს ერთმანეთს და სწორედ ამიტომ არის იუვენტუსი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მსოფლიოში.სიტყვებით რთულია გადმოვცე ის გრძნობა, რასაც პირველ დღეებში განვიცდიდი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ.”

 “დიახ, მე იუვენტუსის მეკარე ვარ, დღეიდან, აი იმ წუთიდან, როცა კლუბთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.არ აქვს მნიშვნელობა, როდის გავხდები ძირითადი შემადგენლობის წევრი, მომავალზე კი არა, აწმყოზე ვფიქრობ, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია.თითოეული მატჩი, თითოეული ტურნირი კლუბისთვის მიზანია და იუვენტუსში გამარჯვება ერთადერთია, რაც ძვირად ფასობს.მინდა ახალ კლუბთან ერთად რაც შეიძლება მეტ ტიტულს დავეუფლო.რაც შეეხება ფორვარდებს, მათთან სათამაშო ეპიზოდებში მხოლოდ მცირე შეხება მქონდა, ვარჯიშები ხომ სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.კონკრეტულად არცერთ მათგანს არ გამოვყოფ, ბიანკონერის წინახაზელები კლუბის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან და სწორედ მათ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა მატჩის მიმდინარეობისას.”

“ფიორენტინას ფანები ?  – იტალიაში გადმობარგების პირველივე დღიდან თავს კომფორტულად ვგრძნობ, ფლორენციაში შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა და ტიფოზები განსაკუთრებულ სითბოს იჩენდნენ კლუბის მოთამაშეების მიმართ.ამ წლების მანძილზე ჩემსა და გულშემატკივრებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და იმედი მაქვს, ეს ასეც გაგრძელდება.როცა ატლეტიკო პარანაენსედან იებში გადმოვედი, უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინე ის, თუ რა დონის გუნდში მოვდიოდი და რა მხვდებოდა იქ.იუვენტუსი სრულიად სხვა პლანეტაა, როცა შემოთავაზება ტურინული კლუბიდან მივიღე, არც დავფიქრებულვარ, ეგრევე გადავწყვიტე სად მსურდა კარიერის გაგრძელება.”

“ეროვნული ნაკრები ? – როცა სათამაშო დროის ნაკლებობა გაქვს, თან მეორე ნომერი ხარ გუნდში, ნაკრებში ყოფნას ყოველთვის ემუქრება საფრთხე.ფიორენტინაში ასპარეზობისას ბევრ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მქონდა სათამაშო პრაქტიკა, რის შემდეგაც ნაკრებშიც მივიღე მიწვევა.არ ვთვლი, რომ ახლა სელესაოში მოხვედრის შანსი არ მაქვს, უდიდეს კლუბში მოვედი და მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, რათა მთავარი მწვრთნელის ყურადღება მივიქციო.”

“სათამაშო ნომერი ? – 25 ნომრიანი მაისური ავირჩიე, განსაკუთრებული მიზეზი ამას არ აქვს.სწორედ 25 წლის ასაკში ვითამაშე განსაკუთრებული სეზონი ჩემს ცხოვრებაში, გასულ სეზონს ვგულისხმობ, ამიტომ მინდა, იუვენტუსში ამ ნომრით ვიასპარეზო.იმოქმედა თუ არა სტორარის გადაწყვეტილებამ ჩემს გადაწყვეტილებაზე?  – არა, იუვენტუსი ავირჩიე იმიტომ, რომ ამ კლუბმა საინტერესო პროექტი შემომთავაზა.აქ მექნება ყველაფერი რათა სამომავლოდ პროგრესი განვიცადო და დასახულ მიზნებს მივაღწიო.ფიორენტინადან იმიტომ არ წამოვსულვარ რომ ფლორენციიდან აბარგება მსურდა, ჩემი წასვლის მიზეზი იუვენტუსი იყო და მინდა დიდხანს ვიასპარეზო ამ დიდებულ გუნდში.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x