ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გერმანული პრესა : დრაქსლერი “იუვეში” ითამაშებს

გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულიან დრაქსლერი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” განაგრძობს.რევიერ სპორტის მტკიცებით, ბუნდესტიმის ნაკრების წევრი “შალკეში” თანაგუნდელებს უკვე გაესაუბრა და მათ შეატყობინა, რომ ბებერ ქალბატონში გადადის.შეგახსენებთ, რომ ბიანკონერები 21 წლის ნახევარმცველის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ და გუშინდელი ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები მოგვარებულია.უახლოეს დღეებში გუნდების წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ტრანსფერზე გაისაუბრონ.

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “გერმანული პრესა : დრაქსლერი “იუვეში” ითამაშებს

  1. ანიელიმ ეხლა ამას ასევე შალკელი მაიერიც მოაყოლოს მერე ალექს სანდრო დაითრიონ და 1 ცენტრალური მცველი გვინდა კიდევ ასევე კარგი იქნება ბაზელი ან ძაპაკოსტა თუ მოიყვანეს ან ბე გუნდიდან 2-3 კაცი დაიმატონ განვითარების მიზნით
    გუნდიდან გაუშვან
    რუბინიო, ლორენტე, ისლა, პადოინი და დე ჩელიე.

  2. კაროჩე რააა წლევანდელი სეზონის მერეც თუ ესე გაჟმოტდებოდნენ ტრანსფერებზე ნაღდად აღარ მეგონა რაა… სიმართლე ის არის რო გულზე ხელი დაიდეთ და თქვით სეზონის დასაწყისში რეალურად თუ განიხილებოდა იუვე ლიგის ფავორიდად? ამხელა შედეგი აჩვენა გუნდმა და ალეგრი კაცი იხვეწება 1 გამთამაშებელი მჭირდებაო და ეს ჩემისები კიდე ფულზე ტირიან! პოგბაც ძაან მალე გაიქცევა თუ ესე გაგრძელდა და მართალიც იქნება რა! ხელფასი რო მოუმატონ მაგაზეც წუწუნებენ ტო)) გუნდის ერთგული რო დაჩეს ფეხბურთელი პირობები უნდა შეუქმნა თორე მართლა ეგრეც არ არის რაა… მესი მაგალითად ხოო? ძაანაც უყვარს ალბათ ბარსელონა და მთელი გულით თამაშობს მარა ხო უქმნიან ყველა პირობას? თუ გინდა რო დიდი გუნდი იყო დღესდღეობით კეთილი უნდა ინებო და იმდენი ფული მაინც დახარჯო რამდენიც ელემენტარულად ჭირდება გუნდს!

  3. უნივერსალია ფლანგზე ტრექუარტისტად და პირლო სადაც თამაშობდა მანდაც შეულია გაჭირვების ჟამს უნიჭიერესია არსენალიც ერთობა ეხა საქმეში 3მონამდე ჩამოდის მარა როგორც ჩანს იულიანისთვის პრიერიტეტული ჩვენთან თამაში უფროა არსენალი იმდენჯერ ყავს უარით გასტუმრებული რო არსენ ვენგერმა ოფიციალურად თავმოყვარეობა დაკარგა :lool: :chuvak: :juvee:

  4. ამის თამაშები არ მაქვს ნანახი ნუ ერთი ორჯერ კი. და იუთუბზე რაც ვნახე და სუფთა ტრეკვარტისტა ნამდვილად არ არის არ ვიცი მგონი ნელ ნელა გადაწია ცენტრში შალკემ მაგრამ ამხელა იმედებს ამყარებენ ამ ტრეკვარტისტაზე და გაქაჩავს ?! ნიჭიერი ჩანს მაგრამ რა ვიცი მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ტრანსფერს და რაც მთავარია მაროტაც და ანიელიც ეჭვისთვალით უყურებენ იმიტო რო რერ ეს ბიჭი გეგმა ბე კი არა გემა ცე არის და მეორეც არენდაზე ჩალიჩობენ ესეიგი უფრთხიან რაგაც გარემოებებს . ისკო რომ მოეყვანათ ეგ იქნებოდა იდეალური ვარიანტი :juvee:

  5. seriozuli zalaa es bichi. udidesi potenciali aqvs. juveshi tu swored warimarta misi kariera selchuk ozils bez prablem amoagdebs sastavidan. imedia is argentineli kvercxic gaamartlebs. ruganis imedi manamdec mqonda. kielinis idealuri alternativaa.

  6. მოკლედ, კარგა ხანია ვუყურებ ამ ტურინულ–გერმანულ საგას :) და თუ ეს ამბავი დადასტურდა საბოლოოდ, ამ სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვიქნები… გასაგებია, რომ უდიდესი დანაკლისია ტევესის და პირლოს წასვლა, მაგრამ მეტ–ნაკლებად ამ ყველაფერს შეგუებულები ვიყავით, ტევესი მოსვლის დღიდან ბოკაზე ლაპარაკობდა, პირლო უკვე 36 წლისაა და წასვლის დრო ისედაც მოახლოებული იყო, გუნდს მაინც მოუწევდა შემცვლელის ძებნა (სხვა საქმეა ამ გენიოსის შეცვლა რამდენადაა შესაძლებელი). გიოტცე მეც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით დორტმუნდში თამაშისას, სტატიებიც იყო გერმანულ პრესაში, რომ რომელიმე გერმანელ ვარსკვლავს კი არა, დელ პიეროს ადარებდნენ. დრაქსლერიც ძალიან მაგარია, რატომღაც მგონია, რომ ის უფრო მოერგება იუვეს (ისე მე კალათბურთელი დრაქსლერი უფრო მომწონდა :buhee: , თუ გახსოვთ ვინმეს) ვიდალიც ძალიან დააკლდება გუნდს, არ მგონია, რომ ხედირა სრულფასოვნად შეცვლის, მაგრამ რადგან წავიდა, ალბათ მისი სურვილიც იყო.. მოკლედ, არ მგონია, რომ წლევანდელი ზაფხული ტრაგედიად გვექცეს, თავიდან ცოტა გაუჭირდება იუვეს, მაგრამ გვიანი შემოდგომიდან შეუჩერებელი გახდება… ესაა ჩემი პროგნოზი, ნუ, იმ შემთხვევაში, თუ გიოტცე–დრაქსლერიდან ერთი მაინც მოიყვანეს, ორივე მთლად უკეთესი იქნება, ან ერთ–ერთის ნაცვლად ისკო, ნამეტანი რთული კი იქნება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.