ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მატეოს ყოფილი ასისტენტი იულიან დრაქსლერს ახასიათებს

ატილიო ლომბარდო რობერტო დი მატეოს ასისტენტი იყო, როცა იტალიელი სპეციალისტი “შალკე 04″ -ს ედგა სათავეში და ამდენად, იულიან დრაქსლერის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. იტალიელი ჟურნალისტებიც მისით სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ და ახალგაზრდა გერმანელის თაობაზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება: ” დრაქსლერი ბოლო ტრავმიდან სრულად გამომჯობინდა, ყველამ იცის, რამდენად ძლიერია გერმანელი. შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე შემტევად, ასევე შეითვისოს ფლეიმეიქერის როლი და როგორც თავად იულიანია დარწმუნებული, მომავალში გახდეს გუნდის დირიჟორი დაცვის ხაზის წინ, როგორც პირლო. ვის შევადარებდი? თავისი მოძრაობებით და დარტყმით ზიდანს მაგონებს, რა თქმა უნდა, შესაბამის პროპორციებში, იმის გათვალისწინებით, რომ ზიზუ ნამდვილი მონსტრი იყო. ” -აცხადებს ლომბარდიი.

წყარო: sportmediaset

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato_juventino
9 years ago

ეს გიოცეც ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა ბევრი იქნება მაგის ნება სურვილზე დამოკიდებული,ძან ძნელად მოჩანს გიოცეს იუვეში მოყვანა მარა არაფერია გამორიცხული. დრაქსლერიც არა ცუდი ვარიანტი მარა რამდენათ გაუზლძლებს იტალელ მცელავებს ეს კიდე ცალკე თემა.

mishka berianidze
9 years ago

დრაქსლერი მე პირადად მირჩევნია გიოტცეს ეს მოიყვანონ და ამ 3 ერთერთი პასტორე, მაქს მაიერი და ფელიპე ანდერსონი
ამათ გარდა ასევე საჭიროა 1 ფლანგელი და 1 ცენტრალური მცველი.

FeNoMeNo-9
9 years ago

getanxmebi zmaa. gotze aris full overrated motamashe, magisgan didi fexburteli verasdros dadgeba. ai draxleri bevrad mravamxrivi da nichieri motamashea. fsoni swored iulianaze unda gaketdes. magrad mjera rom gaamartlebs da gundis dirizori gaxdeba.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x