მაროტა ორშაბათს გერმანიაში უნდა ჩავიდეს გიოტცეს თაობაზე
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ორშაბათს გერმანიაში უნდა ჩავიდეს და საბოლოოდ გადაწყვიტოს მარიო გიოტცეს საკითხი.ბიანკონერები ტრეკუარტისტას შეძენას 8 აგვისტომდე აპირებენ, ანუ იტალიის სუპერთასის მატჩამდე, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ.ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მიუნხენის “ბავარიასთან” გამართავს და რეკორდმაისტერებს სუპერ მარიოს არენდას შესთავაზებს, გამოსყიდვის პერსპექტივით.ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად გიოტცეს სურვილზე, ამან შესაძლოა მთავარი როლი ითამაშოს ტრანსფერში.იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები გერმანიის ნაკრების წევრის თაობაზე ჩიხში შევა, ტურინელები იულიან დრაქსლერს გაიფორმებენ.
მაროტა რაღაც ზომბირებაზე ლაპარაკობდა,კარგად ვერ გავიგე)) თუ აკვირდებით ეგენი მუხლზე დაჩოქვით არავის ეხვეწებიან წამოსვლას,სთავაზობენ მათთვის მისაღებ წინადადებას,არცთუ ურიგოს და ელოდებიან ფეხბურთელის რეაქციას,თუ სურვილი გამოთქვა იუვეში თამაშის,მაშინ ცოტა დათმობაზეც მიდიან.ანუ პირველ რიგში თვითონ უნდა უხაროდეს აქ თამაში,ძალით მოყვანილ და დიდ ფულზე ნაყიდ ფეხბურთელებს ვხედავთ მოედნებზე,საკუთარი სიამაყით “სუპერსთარობის ძეგლად” რომ იქცნენ))
Mიაწექით მიდით და 1ფლანგოს მცველიც დადეთ
Mიაწექით მიდით და 1ფლანგოს მცველიც დადეთ
ერთ ერთი უეჭველი დაიდება ან არავინ.შანსები ასეა ალბათ 65% დრაქსლერი, 35% გიოტცე.
კარგი ინფოა
მიდი მაროტ დაკერე გიოცე