ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 23 ივლისი )

არტურო ვიდალის ოფიციალურად გაყიდვის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ტრეკუარტისტას შესაძენად მუშაობას იწყებს.ბიანკონერების სამიზნეთა სიაში პირველი ადგილი იულიან დრაქსლერს უჭირავს, რომლის სანაცვლოდაც “შალკე” 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ჯუზეპე მაროტას ეს თანხა ეძვირება.თავად 21 წლის ნახევარმცველს, ბიანკონერები წლიურ 4 მილიონ ევროს შესთავაზებენ იმ იმედით, რომ დრაქსლერი ამ ხელფასს დათანხმდება.გარდა ამისა, ტურინული გრანდი აქტიურად აკვირდება მარიო გიოტცეს სიტუაციას, რომელსაც თითქმის ყველა გერმანელი ფეხბურთელის მსგავსად, სამშობლოს დატოვება უჭირს.საბოლოო სიტყვა სწორედ ფეხბურთელზეა და იმ შემთხვევაში თუ, ბორუსიას ყოფილი ათიანი ბუნდესლიგიდან აბარგებას გადაწყვეტს, ბებერი ქალბატონი მყისვე შესთავაზებს მას სასურველ კონტრაქტს.რაც შეეხება მარცხენა მცველს, აქ ორი რეალური კანდიდატია : ალექს სანდრო და გილერმე სიკეირა.ტურინელებს მადრიდის “ატლეტიკოსთან” შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ შესაძლოა, როხიბლანკოსის ფეხბურთელი მეტად ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს მაროტასთვის, ვიდრე “პორტოს” უკანახაზელი.და ბოლოს, ლიორენტეზეც ვთქვათ, ესპანელისთვის ბრძოლაში ახლა ლონდონის “არსენალის” ჩაერთო, მეთოფეების მთავარი კონკურენცი მადრიდის “რეალია”.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ერტერთი მაინც ტუ მოახერხეს ამ ორიდან კაია, გერმანელები არ არიან ის ხალხი, ტრამვა რო მიიღონ და მერე გასუქდნენ და თამაში დაავიწყდეთ.. შევა დრაქსლერი ფორმაში

ALLENATORE
9 years ago

დრაქსლერი მოვა ) არავის უნდა დრაქსლერი ) ყოველშემთხვევაში წელს ) იუვეს გარდა ) პლიუს შალკე მზადა გაუშვას ) დრაქლერიც მზადაა წავიდეს ) ბრუციანი ეხლა ცოტას ივაჭრებს ფასი დააგდებინოს შალკეს და მოიყვანს აუცილებლად ) გიოტცე არარეალურია ) თუ თავად მარიომ განაცხადა რომ აღარ უნდა ბაიერნში თამაში მაშინ კი ბატონო ) ამას ელოდება ბრუციანი ) ისე გერმანელები არ გაყიდიან )) ჯერ ელოდება გიოტცეს პასუხს და უარის შემთხვევაში დრაქსლერი იუვეს ფეხბურთელია 100% )) იმედია ტრავმები აღარ შეაწუხებს და ანდრადეს ტრასფერი არ განმეორდება ) რო მოიყვანეს დიდის ამბით და ლაზარეთში გაატარა მთელი ტურინული კარიერა )

zurab kakhidze
9 years ago

ორივე რომ მოვიდეს ვაბშემ მხეცი იქნება :)

bugitto
9 years ago

დამაწყდა ნერვები ამის…. გიოტცე ბრუციანო გიოტცე !

zurab kakhidze
9 years ago

მე მგონი ვიყიდით დრაქსლერას

Giorgi Buffon
9 years ago

რა რაქსლერი ტო გიოტცე მიყვანეთ!!! :forza:

forza bianconeri
9 years ago

ესეიგი მოვა დრაქსლერი :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x