ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები მარცხენა მცველის ძიებაში არიან

მართალია ალექს სანდროს 2016 წელს ეწურება კონტრაქტი და თითქოს პორტო ადვილი დასაყოლიებელი იქნება მის დაუყონებლივ ტრანსფერზე, თუმცა საქმე არც ისე მარტივად არის. პორტუგალიელები არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და თანხის შემცირებას იუვესთვის ან ნებისმიერი სხვა გუნდისთვის, რომელიც დაინტერესებულია მათი მარცხენა მცველით. პორტო მაქსიმალურად ცდილობს ინტენსიური მოლაპარაკებების საფუძველზე დაიყოლიოს სანდრო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მზად არის მნიშვნელოვნად გაუზარდოს ბრაზილიელს ანაზღაურება. პარალელურ რეჟიმში არც მაროტა აკლებს წნეხს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან სანდროს მოქმედი კონტრაქტი აქვს პორტოსთან. ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან კურჟავა მონაკოდა, შმელცერი ბორუსიადან და სიკეირა ატლეტიკოდან, რომლითაც პსჟ-ც დაინტერესდა.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

ვაფშე დაახვიონ თავისი ტრანსფერ-ვაჭრობით,რა კარგი ფეხბურთელებიც მოიყვანეს იმდენიც წავიდა,ერთი ტრეკვარტისტა და ერთი ფლანგელი ვერ მოიყვანეს,სულ 60 მილიონის ამბავია და იმდენს უჭერენ ვიდალიც კი გაექცათ ამასობაში

preacher
9 years ago

სიკეირა წაიყვანოს პსჟმ,, და ალექს სანდრო და პორტო თუ ძაან იფასებენ თავს შმელცერი იყიდონ ჯობია,, ეს ჩემი აზრია ოღონდ,, 27 წლისაა, გამოცდილი და იუვეს სტილს ეგ უფრო თაქმაშობს და საიმედოცაა,, კერჟავა კაი ბიჭია მინახავს რამდენიმე თამაშში გუნდს მაგრად ეხმარება, თავით მართლა კარგად თამაშობს მარა ერთი პრობლემაა,, კლასი არ აქვს და იუვე დოღს არ თამაშობს,, მარტო ერთ ფლანგზე თამაშის უნარი აქვს და ცენტრალურის ან ნახევარ დაცვაში გამორიცხულიალია გუნდს რომ დაჭირდეს,,, :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: იმენნო ვიბაზრე :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x