ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვენგერი ლორენტეში 11 მილიონს იხდის

არსენ ვენგერის განცხადებით მისი წინა ხაზი ჯერჯერობით არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და კლუბი განაგრძობს მაღალკვალიფიციური ფორვარდის ძიებას. ბრიტანელი ჟურნალისტების აზრით კი ფერნანდო ლორენტე გაცილებით ახლოს ზუსტად არსენალში გადასვლასთან არის და არა მანჩესტერ იუნატედში, როგორც ამას ადრე აცხადებდნენ. ვენგერი მზად არის იტალიელებს 11 მილიონი ევრო დაუთმოს ახმახი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელიც ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებით კონკურენციას გაუწევს ოლივიე ჟირუს. თავის მხრივ აპენინელები პრინციპში უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან ორი სეზონის წინ ნანდო საერთოდ უფასოდ ჩაიგდეს ხელთ. მარიო მანჯუკიჩის, სიმონე ძაძას და პაულო დიბალას მოსვლის შემდეგ ლორენტეს ტურინულ კარიერას კითხვის ნიშანი გაუჩნდა და ამიტომაც მალე ჩვენ გავიგებთ თუ სად განაგრძობს ბასკი კარიერას.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

კაკ-მინიმუმ 15 მილიონი ღირს

lasha naxucrishvili
9 years ago

11 მშვენიერია უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში თან ახალგაზრდა აღარაა და რავი.

forza bianconeri
9 years ago

ცოტაა არსენ ნანდო მთელ ევროპას უნდა 16-ად თავისუფლად გავყიდით. ისე ამას თვეების წინაც ვამბობდი მარა არავინ დამიჯერა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x