“იუვენტუსი” სიკეირას შეძენას ცდილობს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენა მცველს, გილერმე სიკეირას აკვირდება.ბიანკონერები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკანახაზის გაძლიერებას გეგმავენ და როხიბლანკოსთან შესანიშნავი ურთიერთობის გამო, შესაძლოა ბრაზილიელის ტრანსფერი მარტივად მოსაგვარებელი გახდეს.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ და ესპანურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოთხშაბათს გვიან ღამით დაიწყო და ხუთშაბათსაც გაგრძელდა, თუმცა რა კონკრეტული შედეგები მოიტანა შეხვედრამ, ჯერ-ჯერობით უცნობია.შეგახსნებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გრანდში “გრანადადან” გასულ ზაფხულს აღმოჩნდა, 10 მილიონ ევროდ.ისე კი, ბრაზილიელისთვის სერია A უცხო არ არის, იგი “ინტერნაციონალეში”, “უდინეზესა” და “ლაციოშიც” გამოდიოდა, თუმცა აპენინებზე ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.ჯუზეპე მაროტა “ატლეტიკოს” მოთამაშის არენდას შესთავაზებს გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, მადრიდელებმა ფელიპე ლუისი დაიბრუნეს “ჩელსიდან” და სიკეირას გაშვების წინააღმდეგები არ უნდა იყვნენ.
ხოდა შმელცერი კაი პონტია რა,, ეგ სანდრო და ლევანა და ეგენი არ გვინდა
25 მილიონს ითხოვს პორტო და რა უნდა ქნან )) თუ არ დააკლეს არ ღირს, იმიტომ რომ მომავალ სეზონში ვაფშე უფასოდ შეეძლება ნებისმიერს მაგის დათრევა
და საერთოდ ბრაზილიელის გაკეთებული საქმე იუვეში მე არ მახსოვს
ემერსონი იყო იშვიათი გამონაკლისი
Sikერაც ბრაზილიელია და თ არ იყიდი რა უნდა გაგიკეთოს თავის დროზე კი უნდოდათპელეს შეძენა
ვიცი რო ბრაზილიელია და მაგიტომაც არ მაინტერესებს დიდად არც ეგ და არც სანდრო
კურჟავაა კაი ბიჭი სხვათაშორის და მაგის მოსვლა უფრო გამისწორდება თავის დროზე პელე უნდოთად და ბუფონი რომ არ დაბადებულიყო და ჩვენ აფხაზეთი არ დაგვეკარგა სხვა დრო იქნებოდა
Kurzaვას ყიდვას ვერ მოახერხებენ მაგის არ მჯერა რა ფელიპე ანდერსონი რო გყავდეს ცუდია
Aლექს სანდრო ვრალსკო ვერ იყიდეს და სიკერას მიადგნენ
კი კი.. სიკეირა იყიდეტ,, მერე კობა (ზაზა უკვე მოასწრეს)… მერე ბიზაჩემი სოსო,, და ლიგაზე იფიქრეთ მოვიგებთო,,, და ავთოც იყიდეთ მეზობელია მაგრად თამაშობს
ხო და დავამატებ ფიანალში გასვლა მიღწევად ჩათვალონ არსენალის და ჩელსის ფანებმა და აღარ ჩამოვთვლი კიდევ!!! სტაბილური იუვე გვჭირდება გიგანტი რომელიც ზედიზედ სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში! იუვე მინდა ნამდვლი იუვე და არა ვაჭარი გუნდი რომელიც მარტო ფულის გაკეტებაზეა მომართული. წელს მაგრა გაუმართლა იუვეს გაბანძებული ბორუსია და მონაკო შეხვდა ბორუსია დაჩაგრა მაგრამ მონაკოსთან მაგრა გაუჭირდათ. რეალიც არ იყო საუკეთესო ფორმაში მაგრამ რეალი რეალია და გამოაგდეს თავდადაბის ხარჯზე სადაც ARTURO VIDAL მა ქვა ქვაზე არ დატოვა რეალის თავდასხმის და ნახევარ დაცვისგან!!!მარკიზიოს რომ პასი ისცა და გამაზა კლაუდიომ იმას ვნატრობდი რატომ პირიქიტ არ მოხდა და რატო მარკიზიომ არ მისცა პასი ვიდალს რეალთან გასვლით… Read more »
ალქს სანდროც მაგარი ბანძია და ესაც ამის მოყვნას და ამაში ფულის გადახდა გასაოცარი სისულელე იქნება! თუ მარცხენა მცველი უნდათ ფილიპე ლუისი და კოენტრაო არის უხეშად რომ ვთქვათ ბაზარზე და ერთ ერთი იყიდონ პენსიონერი ევრას გარდა ნომინალური მარცხენა მცველი არ არის გუნდში სირცხვილია!! მაროტას პროფესიონალიზმი რომ გადასდის თავზე და ანიელი და ელკანი რომ ფულს ჭამს)) მაგრა ტეხავს მე გიგანტი იუვეს ფანი გავხდი 7 წლის ასაკიდან დელ პიეროს და თანავარსკვლავედს ვუყურებდი და ეხლა სიკეირა და დრაქსლერი 10 ნ0მერი იუვეა ეს?!!! ტევესი არ იყო მაგ ნომრის ტარების ღირსი და ეხლა ვიგაც არშემდგარ ფეხბურთელებს ვერ უსრულებენ აუ რა სირცხვილია)) რას შვებიან გუნდის ლიდერი არტურო… Read more »
სისულელე მგონია, ესენი პირველ რიგში გამთამაშებელზე იჩალიჩებენ და მერე სხვა პოზიციაზე იფიქრებენ.სხვა პოზიციების გაძლიერება ზამთრის ტრანსფერებზეც შეიძლება. სეზონის დაწყებიდან გავა 2-3 თვე და დააკვირდებიან სად რა არის საჭირო.გასულ სეზონს პრაქტიკულად კასერესისა და ასამოას გარეშე ვიყავით და ამდენს მივაღწიეთ არ გიკკვირთ? ლიხტას და ევრას შემცვლელი არ ყავდათ :)))
რა ჯანდაბად გვინდა?ამას ალექს სანდრო მოიყვანონ ბევრად მაგარია