ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიოვი: “ხედირა “იუვენტუსისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება”

 გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი საუბრობს სამი ხედირაზე: “სამი – მოწოდებით ლიდერია. ის “იუვენტუსისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება და ნახავთ, რომ თავს იგრძნობს იტალიაში, როგორც სახლში. ხედირა მსოფლიო დონის მოთამაშეა და ის გუნდისთვის საჭიროა ნებისმიერ ტურნირზე და ნებისმიერ ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, მას წინ ისევ დიდი მიზნები აქვს. ის ნამდვილი ლიდერია, რომელიც გუნდურ ინტერესებს თავისაზე წინ აყენებს. მენტალიტეტის კუთხით, ის სწრაფ ადაპტირებას მოახდენს იტალიაში. ის “იუვენტუსისთვის” მნიშვნელოვანი გახდება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც. ის ნამდვილი მებრძოლია და ეს დაამტკიცა კიდეც ბრაზილიაშიც და ჯვარედინ მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდგომ აღდგენით პერიოდშიც”.

წყარო: TuttoJuve

4 thoughts on “ლიოვი: “ხედირა “იუვენტუსისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება”

  1. Fიგურა არა კამათელი. ჭადი აუგსბურგთან წააგე.. ეგ რო გასწავლის იუვეა დონე ვინაა. Dაცურებული აქ იუვეს საქმე ასეთი ხედირებით და ფრიდონებით

  2. რა შეჭამეს ტვინი ამ ცხენდირათი ტო :blin: აი მაგას სტურარო სკამიდან არ წამოაყენებს!!! აგერ ნახეთ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.