ბერარდი:”ვგიჟდები ფერარიზე და როსიზე”
La Gazzetta Dello Sport-თან საუბარში დომენიკო ბერარდიმ ადრეულ წლებზე და მომავალზე ისაუბრა:“საკუთარი კარიერის მანძილზე არაერთხელ დამიშვია შეცდომა, თუმცა ეს განვითარების კუთხითაც მეხმარება. გასული სეზონი იოლი ნამდვილად არ ყოფილა. გუნდს მძიმე დრო ედგა და ერთი ხანობა საერთოდ მწვრთნელის განთავისუფლებაზეც კი მიდიოდა საუბარი. დღეისათვის აქტიურად ვმუშაობ საკუთარი ხასიათის და ემოციების კონტროლზე.. ეს ნამდვილად არ არის ადვილი”..
“რომელი ფეხბურთელის ასპარეზობა მხიბლავს? ტექნიკა და სათამაშო კლასი ბუნებრივია მესისი, ხოლო საფეხბურთო აგრესია იბრაჰიმოვიჩის. საერთოდაც თამაშის მანერით რობენს მამსგავსებენ”.
“ფეხს ხომ არ ვითრევ იუვეში გადასვლისგან? თავს სასუოლოს მოთამაშედ მივიჩნევ. მათ მიმართ უდიდესი მადლიერება მაქვს, რადგან ჩემს ოცნებებს ფრთები შეასხეს. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ დარჩენით”.
“იუვე, იუვეა. მიხარია, რომ ასეთი დიდი გუნდია ჩემით დაინტერესებული. მათ მომავალი სეზონის ბოლოს ექნებათ შანსი გამოისყიდონ ჩემი კონტრაქტი. ეს ყოველივე მომავლის თემაა და ამიტომ არ მსურს ეხლა ზედმეტი საუბარი. ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ.. ადრეულ წლებში, როდესაც 12 ის გახლდით ჩემთან იუვეს წარმომადგენელი მოვიდა, რომელიც ერთ-ერთ საბავშვო ტურნირს ესწრებოდა. მას სურდა, რომ ტურინში გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი. ერთი აზრიც კი იმაზე, რომ ოჯახი უნდა დამეტოვებინა და საცხოვრებლად სხვაგან გადავბარგებულიყავი ნაღვლიანს მხდიდა. ჩემთვის ოჯახი ყველაფერია”.
“აძური? იმედი მაქვს იქ ვიქნები! სამი მიზანი მაქვს და აი ისინიც:იმაზე მეტი ბურთის გატანა ვიდრე შარშან, რაც შეიძლება მაღალი პოზიცია სასუოლოსთან ერთად და ნაკრებში მოხვედრა. ბუნებრივია პირველი ორის შესრულების შემდეგ ნაკრებში მოხვედრა გამარტივდება”.
ღრმა ბავშვობის პერიოდში ინტერს ვგულშემატკივრობდი. ეხლა კი ფორმულა 1-ს ვუყურებ და ვგიჟდები ფერარიზე და ვალენტინო როსიზე. დანიშნული ვარ ჩემს მეგობარ გოგონა ფრანჩესკაზე. მყავს უამრავი მეგობარი, ეს სრულიად სასუოლოა და კიდევ ბენასი ტორინოდან”.
წყარო: Gazzetta
პროფესიონალურ დონეზე რო ადიხარ მერე იმ კლუბის ქომაგი ხარ რომელ კლუბშიც თამაშობ, ბავშვბაში შეიძლება არც ბუფონი იყო იუვეს ფანი და არც დელ პიერო მარა დღეს იუვეს სახეა ეს 2 კაცი
ინტერის ქომაგი რომ იყო (და სავარაუდოდ ახლაც იქნება გულის სიღრმეში) არ მესიამოვნა.
დანარჩენი რაც თქვა არაა საწყენი. პატივის სცემს თავის გუნდს და ოჯახს
აბა რა იქნებოდა უკეთესი ეთქვა რო ბავშვობიდან იუვეს ფანი ვიყავი ?(რომელიც ტყუილი იქნებოდა) თუ სიმართლე რაც არის ? ჩვენ ინტერი კი არა მათი ხელმძღვანელობა არ მოგვწონს :) მასიმო მორატის დაეცა მთელი საქართველო და ტურინი გაერთიანებულად
ოღონდ არ მახსოვს მაგ მორატიმ მთლიანად გაყიდა ინტერი თუ რაღაც პროცენტით
ინტერის ფანობაში ცუდი რაარი? ის უფრო ცუდია არავის ფანი რო არ ხარ და ფეხბურთს ფულის გამო ვთამაშობო რო იძახი, ინტერის ფანობა და + პროსესიონალობა ხელს არ უშლის იმას რო იუვეს ლეგენდა გახდეს
წელს თუ გაქაჩა შეიძლება იმის დავიწყება რო ინტერის ფანია თუარადა იყოს სადაცაა
Mერდას ფანი როა არ მომწონს ისეთი იუვენტინო არ გაიშვას ჩვენთან იყოს და ინტერს ქომაგობდეს ვიერი დვა
ძალიან მაგარი ჩუვაკია ) ჯერ იმიტომ რომ ოჯახის მომენტი აქვს ) ჩვენთან კიდევ აფასებენ ასეთებს )) პლიუს მეგობრული ჩუვაკია და ვაფშე გაიხარებს ტურინში ))
yamanaka PlaTiN 10 ყველაფერი წერია რას გვერჩი ))
TelefoniT seმოვირბინე ბოდიში მაშ იდეალური სტატია

Mერდა ის რატო არ დაწერეთ რო მესი მოწონს და იბრა მარა თვითონ მიიჩნევს რო რობენს გავს?.. მერდას ფანი სტფუ
ინტერის ფანი როა კი ვიცი მარა მაინც დიდი იუვენტინო გახდება