ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კუადრადოს კანდიდატურას არ ივიწყებს

მიუხედავად იულიან დრაქსლერთან წინასწარი შეთანხმების არსებობისა, ტურინის “იუვენტუსი” ხუან კუადრადოს კანდიდატურას არ ივიწყებს.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრეკუარტისტას გუნდში მოყვანის შემდეგ ჯუზეპე მაროტა კოლუმბიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე გააქტიურდება და ეცდება, “ფიორენტინას” ექს-წევრი არენდის წესით დაიმატოს, ფლანგის გაძლიერების მიზნით.27 წლის ფეხბურთელმა “ჩელსიში” ფეხი ვერაფრით მოიკიდა და გასაკვირი არ იქნება, თუ ჟოზე მოურინიო მას გუნდიდან წასვლის უფლებას მისცემს, იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი კი არც თავად გილერმო უნდა იყოს.ასე რომ, არის შანსი, დრაქსლერთან ერთად “იუვენტუსში” კუადრადოც ვიხილოთ.

წყარო : Tuttojuve

7 thoughts on ““იუვენტუსი” კუადრადოს კანდიდატურას არ ივიწყებს

  1. იუვე კი არა იმენა ჯაბა კრედიტის ლომბარდია… ამ შავ რაღაცა გუშინ უბაზრია მთაწმინდიდან არ დAვანახებ იუვესო… არაა ეგ იუვეს დინე. Aრა

  2. yamanaka plaTiN 10

    ეგრე ადვილი რო იყოს ყველას ყიდვა ვაფშე არ იქნებოდა საინტერესო ფეხბურთი, არ არის ამ გუნდის მფლობელი არაბი შეიხი და 200 მილიონი არ აქვთ ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში )) იუვემ უკვე მაგრად დახარჯა დიბალაში, ძაძაში, პერეირას გამოსყიდვაში, მანჯუკიჩში მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ რატომღაც, ვიდალის გაყიდული თანხით დრაქსლერს იმატებენ + მარცხენა მცველს, და კუადრადოს არენდით დამატება იდეალური იქნება, როგორ მოერგება გუნდს, ჩაჯდება თუ არა ალეგრის სქემაში, ყველაფერი გასარკვევია )) იპოთეკური სესხი არა იხვის ტოლმა, ჭკვიანმა ხელმძღვანელობამ მოიყვანა იუვე ამ დონემდე – 4 სკუდეტოს და ლიგის ფინალს ვგულისმხობ და როგორმე იციან როგორ გადაჭრან პრობლემები

    ფულის გადაყრის კარგი მაგალითი პსჟ და სიტი, მაგრამ რა შედეგი აქვთ ყველა ხედავს, ერთი ლიგის ჯგუფიდან ძლივს გადის, მეორეს ნახევარფინალი სანატრი აქვს

  3. yamanaka PlaTiN 10

    რა შუაშია, არენდა იმის დასტურია, რომ გუნდი ბოლომდე ვერაა დარწმუნებული მოთამაშეში )) ტიპმა ჩელსიში ორი ტაიმი ვერ ითამაშა გადაბმულად კარგად მივიდნენდ და 25 მილიონი გადაყარონ ? რო ვერ გაამართლოს მერე არც კრიტიკას დააკლებთ, როგორც მელოს, დიეგოს, ამაურის დროს ოყო )) სწორად მოქმედებს ხელმძღვანელობა დაფიქრება უნდა ოღონდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.