ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ფორმაში ეტაპობრივად შევალთ”

“პარადოქსულია ის ფაქტი, რომ შარშანდელი სეზონი ორი გაშვებული კონტრშეტევით დავასრულეთ და ახალი სეზონიც იმავე რიტმით დავიწყეთ. ბუნებრივია მარცხი არასოდეს არის სასიამოვნო, მაგრამ წინასწარვე გვესმოდა რაოდენ რთული დაპირისპირება გველოდა. დორტმუნდელებმა წინასასეზონო შეკრება გაცილებით ადრე დაიწყეს და უკვე მოასწრეს რამდენიმე სპარინგ მატჩის გამართვაც. მოგვიწევს სწორი ბალანსის მოძიება და დაცვიდან გაცილებით ზუსტად ბურთის ამოტანა. მეტად უნდა ვიყურებოდეთ უკან და ვთამაშობდეთ მეტი კონცენტრაციით. ანგარიში, რომ გადავდოთ გვერდით ჩვენთვის ეს კარგი სპარინგი იყო. მთავარია, რომ შანხაიში გასამართი სუპერ თასის წინ არავინ არ დაშავებულა”– საუბრობს ბორუსიასთან მატჩის შემდეგ ბიანკონერის თავკაცი მაქს ალეგრი..

“ეტაპობრივად, ჩვენ გავალთ შესაბამის დონეზე. დღესაც კი რამდენიმე პოზიტიური ნიშანი შევამჩნიე, თუმცა რაც შეეხება ბურთის საიმედო კონტროლს ამ მხრივ შეგვეძლო მეტად პოზიტიურად გვეთამაშა, მაგრამ ბიჭებს უბრალოდ ძალები არ ეყოთ გერმანელთა წინააღმდეგ”.

“ხედირა? უბრალოდ არ გავრისკე, თუმცა წვრთნების დროს მისი შემყურე დავრწმუნდი, რომ გერმანელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალ სეზონში”.

“ჯერ კიდევ მესაჭიროება მოთამაშე, რომელიც ზონებს შორის იასპარეზებს. ამ მხრივ განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. დღეისათვის კი ვმუშაობ ისეთ შემადგენლობასთან, რომელიც ხელთ არის. ხელმძღვანელობის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათ ნაყოფიერად იმუშავეს სატრანსფერო ბაზარზე. დიბალა ძალზედ ტექნიკურია და დღეს მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ისევე როგორ ალვარო მორატათი. მანჯუმ კი სამწუხაროდ ვერ გამოიყენა შანსი, რომელიც შეექმნა”.

“სეზონის მიწურულს გვსურს, რომ ყველა ტურნირისთვის ვიბრძოდეთ”.

დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ბებერ ქალბატონში მომხდარ დიდ ცვლილებებზე ისაუბრა : “გუნდი დატოვა რამდენიმე მოთამაშემ, ისინი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურები იყვნენ.შეიძლება ითქვას რომ, იუვეში ახალი ერა იწყება.რა არის ჩვენი მიზანი ? – ასე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მთავარია მალე გავუგოთ ერთმანეთს, გავაანალიზოთ, რა გუნდის ნაწილი ვართ და ვიბრძოლოთ წარმატებისთვის.ბიანკონერების ფეხბურთელი რომ არ ვიყო, მაინც ვიტყოდი, რომ კლუბმა მის განკარგულებაში მყოფი თანხები სწორად გამოიყენა.გუნდში მოვიდნენ მოტივირებული და გამოცდილი ფეხბურთელები, ვფიქრობ, ხედირა, ძაძა, დიბალა და მანჯუკიჩი ტურინულ ისტორიაში საკუთარ სიტყვას იტყვიან.”

შტეფან ლიხშტაინერმა თავისი აზრი გამოთქვა “ბორუსიასთან” გამართულ მატჩზე, რომელიც ტურინულმა კლუბმა წააგო ანგარიშით 0:2 და მომავალ სეზონზე. “ეს საკმაოდ რთული თამაში იყო. “ბორუსია” კარგი გუნდია და თან კარგ ფორაში იმყოფება, ვინაიდან მათი სეზონი ევროარენაზე უკვე იწყება. ჩვენ კი ეს ესაა დავიწყეთ მომზადება. მართალია წინა სეზონთან შედარებით რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ სამაგიეროდ გუნდს დაემატა ხარისხიანი ახალი ფეხბურთელები. წინ ბევრი სამუშაო გველოდება, რომ ჩვენს კონდიციებში შევიდეთ.”

ალვარო მორატამ კომენტარი გააკეთა “იუვენტუსის” ახალ შეტევასთან დაკავშირებით “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ: “დღეს ცოტა დავიღალეთ. სულ ხუთი დღეა, რაც დავიწყეთ და ინტენსიური ვარჯიშების ფაზაში ვართ. ახლა მაქსიმალურად უნდა მოვუმატოთ და მოვიგოთ სუპერთასი ჩინეთში. მე მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი შეტევაში. ბევრი თავისუფალი სივრცე იყო; იმედი მაქვს, ამ სეზონში წარმატებას მივაღწევთ, რადგან გუნდს დიდი მრავალფეროვნება აქვს შეტევაში და შეგვიძლია სხვადასხვა სქემით ვითამაშოთ. მანჯუკიჩი და დიბალა – ორი ჩემპიონია. მათ დიდი ხანი არაა, რაც ვიცნობ და თამაშიდან თამაშამდე კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს.”

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Dიბალა უნდა შეთამაშდეს დროულად გუნდთან

Di Francesco # 1
9 years ago

ძაძა პრიმავერას ხალხთან ერთად კიარა 14 წლამდელთა გუნდთან ერთად უნდა შეგეშვა და უფრო კარგად შეაფასებდი :chuvak:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x