ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძანეტი:”იუვემ ახალი ერა დაიწყო”

მილანის ინტერის ლეგენდარულმა ფიგურამ ხავიერ ძანეტიმ ჟურნალისტებთან ბიანკონერის ბოლო დროინდელ ცვლილებებზე ისაუბრა:“იმედი ვიქონიოთ, რომ უსაზღვროდ დიდი სხვაობა რაც ეხლა არის იუვეს და ინტერს შორის მცირედით მაინც შემცირდება. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც ეხლა ხდება ტურინში ეს ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის. გახსოვთ ალბათ, როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ რაც ტრებლი მოვიპოვეთ. მომდევნო სეზონში მეორე ადგილზე დავასრულეთ გათამაშება. როდესაც აცნობიერებ, რომ ციკლის დასასრულთან ხარ მისული არ უნდა დააგვიანო და საჭირო დროს განახორციელო რევოლუცია”..

“ტურინში ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ბევრ პოზიტიურ ასპექტს შემატებენ კლუბს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს რათა ისევ გამხდარიყვნენ მსოფლიო რანგის გრანდი. დიბალა ახალგაზრდაა, თუმცა კარგად იცნობს სერია ა-ს და არის უსაზღვროდ ნიჭიერი. რათქმაუნდა იუვეს დააკლდება პირლოს და ტევესის ქარიზმა, პლიუს ვიდალის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მაროტამ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია განახორციელა და კლუბში საერთაშორისო გამოცდილების ფეხბურთელები მოიწვია. არ დაივიწყოთ ასევე რომ გუნდში დარჩნენ სხვა ლიდერები: ბუფონი, კიელინი და მარკიზიო”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Misantrope
9 years ago

აი ძმაო პასუხი გასცა ძანეტიმ კითხვებს…

კაი სატრანსფერო პოლიტიკაა, 35 წლის პირლო უნდა წასულიყო,
კარლიტოსს შეეძლო ერთი წელიც , მაგრამ უნდოდა ტიპს არგენტინაა… ))) არამოტივირებულიიქნრბოდა რომ დარჩენილიყო…
არტურო კი , რავიცი :დდდ
კაი ტრეკუარტისტას შემთხვევაში გამართლებულია..
ჰოდა იმ ფორმაციის იუვესთვის მართლა ფინალი იყო ბოლოში გასვლა.. ))))
კარგია ახლი სასტავი და ახალი მოტივაცია..
დღეს ბორუსსია მოგვიგებს , მაგრამ ხვალ როცა შეთამაშდებიან ბიჭები გადავუვლით…

Fორზა იუვე…

preacher
9 years ago

მართალია ეს კაცი,, დიდი გამყინვარება ქვია მაგას

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x