ბარძალი 20 დღეს იუქმებს
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი ტრავმის გამო იტალიის სუპერთასისთვის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩში მიიღო და ბიანკონერების ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მის მწყობრში დაბრუნებას დაახლოებით ოცი დღე დასჭირდება.შეგახსენებთ, რომ ბებერი ქალბატონი სუპერთასისთვის 8 აგვისტოს “ლაციოს” დაუპირისპირდება, შანხაიში.სასიხარულო ინფორმაცია ისაა, რომ ვარჯიშებს სამი ხედირა დაუბრუნდა.
ესაც კაიიი შუუშააა რააა