ალეგრის და ლიხტშტაინერის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
უკვე რამდენიმე წუთში ტურინელები “ლეხს” დაუპირისპირდებიან ამხანაგური რანგის მატჩში. ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ჟურნალისტებს სტეფან ლიხტშტაინერი და მასიმილიანო ალეგრი შეხვდნენ:
“ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ ფანტასტიურ ქალაქში ყოფნა, როგორიც არის გდანსკი. ჩემი ინფორმაციით “ლეხიამ” უკვე გამართა ორი მატჩი შინაურ ასპარეზზე და ამიტომაც ეს იქნება ბრწყინვალე ტესტი ჩემი კლუბისთვის სუპერ თასის წინ. ბუნებრივია ჩვენთვის ამ ტიტულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სეზონის მთავარი მიზანი? ეს არის სკუდეტო, რითაც მოვახდენთ კლუბის ისტორიაში გამორჩეული ფურცლის შეტანას, რადგან მიზნის მიღწევის შემთხვევაში იუვე ზედიზედ მეხუთედ მოიპოვებს მას. თუმცა, ამის განხორციელება ურთულესი იქნება იმის ფონზე თუ როგორ მოძლიერდნენ კონკურენტები ბოლო პერიოდში. გამოვყოფდი ინტერს, რომას და მილანს..”
“მატჩს საწყისი წუთებიდან დაიწყებს დანიელე რუგანი. იგი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც მცირე დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის. საერთოდაც, მზად ვარ თითოეულს მივცე სათამაშო დრო. დასანანია, რომ სუპერ თასის მატჩში ვერ დაგვეხმარება ანდრეა ბარძალი, რომელიც 15-20 დღის მანძილზე გამოგვაკლდა ტრავმის გამო”.
შემდეგ კი პრესას სტეფან ლიხტშტაინერი გაესაუბრა:”
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხაზი გავუსვათ ერთ საგულისხმო ფაქტს – იტალიის საუკეთესო გუნდი კვლავინდებურად იუვენტუსია! ადვილი არ იქნება, რადგან წლიდან წლამდე ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. მაგრამ მზად ვიქნებით 100 პროცენტით საბრძოლველად და ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ფეხებში გარკვეული სიმძიმე იგრძნობა, რასაც ბორუსიასთან მატჩშიც შეამჩნევდით.. იმედი მაქვს დღევანდელი მატჩი ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
ჰოო

ჭუჭუმანიიდან?
როდის დადებ დამტავრდა უკვე… :)
wegan ვინებიი იყვნენნ ბარსამანიიდან შEმოგზავნილები?

საიტის ვირუსი იქნებოდა კიდე რამე ხო არ მოგვწერეს
ოდნავ მოგვიანებით შემოვიხედე და კომენტარები წაშლილი დამხვდა.
ძმებო მობილურით რომ ვუყურო არის რამე ლინკები?
ვახ სულ არ მახსოვდა დღეს თამაში რო გვაქვს
ბმულებს გამოვაქვეყნებ ეხლა : )
მადლობააა
ამ მატჩის ნახვა რომელ საიტზე შეიძლება?