ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” დრაქსლერის თაობაზე მოლაპარაკებებს სუპერთასის შემდეგ განაგრძობს

მიუხედავად “შალკეს” მტკიცე უარისა, ტურინის “იუვენტუსი” იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს.რამდენიმე დღის წინ ბიანკონერებმა გერმანულ კლუბს 15 მილიონი და პლიუს ბონუსები შესთავაზეს 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, თუმცა გელზენკირხენელებმა მოთამაშის გასხვისება არ მოინდომეს.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჯუზეპე მაროტამ გეგმა შეცვალა, იგი იტალიის სუპერთასისთვის მატჩს დაელოდება, რის შემდეგაც კვლავ განაგრძობს დრაქსლერის გადმორიბაზე მუშაობას.ამავე წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და არის შანსი, საკითხი ტურინელთა სასარგებლოდ დასრულდეს.

წყარო : Football Italia

5 thoughts on ““იუვენტუსი” დრაქსლერის თაობაზე მოლაპარაკებებს სუპერთასის შემდეგ განაგრძობს

  1. ვაააააააააა რატო ამხელა პესიმიზმი??????შარშანაც ასე იყო წავიდა კონტე და გვეგონა დავიღუპეთ მაგრამ თურმე არ დავღუპულვართ.არც დრაქსლერია წარმატების გარანტია და არც უდრაქსლერობა გარდაუვალი კრახი.ფაქტი ერთია:იციან ამ ხალხმა რასაც აკეთებენ გუნდი ყოველ წელს უფრო და უფრო ძლიერი ხდება ნუ ნაჩვენები შედეგებით ასეა.ხოდა დავაცადოთ ნუ გადავყვებით ამ დრაქსლერს და იუდა ვიდალს.წავიდა ვიდალი მოვიდა ხედირა შეიძლება ბევრს ეჭვი ეპარება მარა ფაქტია კაცი პლანეტის საუქეთესო ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია საკმაოდ მაღალი კლასის.წავიდა ტევესი და დარწმუნებული ვარ იმ 27გოლს თუ მეტს არა მორატა გაიტანს მოვიდა გამოცდილი და ჩემი აზრით ლორენტეზე უკეთესი მანჯუკიჩი ძალიან ნიჭიერი დიბალა,რუგანი და ნორმალური ზაზა.ნუ პირლოს რო ვერავინ შეცვლის ეს ფაქტია მაგრამ ჩემი აზრით წელს პოგბა ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე შარშან და სტურაროც ნელ ნელა გაიზრდება დრაქსლერი და ტრეკვატრისტა კარგი იქნება მარა არც უმაგისობა იქნება კატასტროფა თანვსაკმაოდ ტრამვიანი ფეხბურთელია და შეიძლება საერთოდაც არ გაამართლოს ასე რომ ნუ ხართ პანიკაში და forza juve!!!!!!

  2. კიდე უფრო მოუჭირეთ და იქნებ ბელგრადის პარტიზანის 10 ნომერი მოიყვანოთ,არენდით მოგვცემენ.მერე უკვირთ ლიგას რატო ვერ ვიგებთ 20 წელიაო,ბოლო წლებშI გადაგვასწრეს ლიგის მოგებით ბარსელონამ,ინტერმა და მანჩესტერმა და ვინც გვისწრებდა ვეღარც დავეწევით,ჩვენ ტოპ გუნდი აღარ გვქვია,ტოპების ქვევით ვართ და ლიგაზე ყოველთვის გვაჯობებენ ჩელსი,პსჟ,სიტი,თუ გახსოვთ მონაკოსაც ძლივს გავცდით წელს,ბარსელონა,რეალი,ბავარია და მანჩესტერი ყოველთვის დაგვჩაგრავენ.ჩვენ ამ ტრანსფერების პოლიტიკით და ხელფასებით ფავორიტი არასდროს აღარ ვიქნებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.