ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “პროგრესი წინა მატჩთან შედარებით სახეზეა”

გდანსკის “ლეხიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ პრესის წარმომადგენლებს ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გაესაუბრა : “პროგრესი სახეზეა, ძლიერები ვჩანდით როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად.ახალმა ფეხბურთელებმა ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნონ, მეტი იმოძრაონ და პასებიც აკეთონ.იტალიის სუპერთასის მატჩამდე თითქმის არაფერი დარჩა და ვალდებულნი ვართ, კარგ ფორმაში ჩავდგეთ.ხედირა უფრო მეტად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მომეწონა, კარგი იყო ცენტრალურ ზონაშიც, მაგრამ დაცვის წინ მეტი სივრცე და თავისუფლება ჰქონდა.დიბალა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და საოცარ ტექნიკას ფლობს, ახალგაზრდები არიან სიმონე ძაძაც და ალვარო მორატაც.ისინი ერთმანეთს მეტად შეეწყობიან და თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება.კიელინის ტრავმა ? – ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნება მისი კუნთები.ამ მომენტისთვის შანხაიში გასამართი მატჩისთვის ინტენსიურად ვემზადებით და მოთამაშეების კუნთებზე დატვირთვაც მეტია, შესაბამისად იმატებს რისკიც.”

ალვარო მორატა მოედანზე გამოჩენიდან 26 წუთში გაცვალეს, ეს ფაქტი იტალიელმა სპეციალისტმა მოთამაშის მატჩისადმი არასწორი მიდგომით ახსნა : “დღეს არ იყო ალვაროს დღე, მისი მატჩისადმი მიდგომა არ მომეწონა.იყო ტექნიკური წუნიც, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.როცა ვუთხარი, რომ ვცვლიდი, გაბრაზდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოგვარდა.იუვენტუსზე ყველა ლაპარაკობს, რომ ფავორიტები ვართ, ეს სულაც არ მომწონს, მოახლოვებული სეზონი კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე გასული.გუნდში ატმოსფერო ჩვენ უნდა შევქმნათ და არა პრესამ, რომელიც ჩვენზე მუდამ საუბრობს.”

გდანსკის “ლეხიას” კარში პირველი გოლის ავტორმა, პოლ პოგბამ JTV-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდი ნელ-ნელა პროგრესირებს და დღითიდღე საგრძნობლად უმატებს : “მშვენიერი ტესტი გამოვიდა, ძალიან მიხარდა, რომ იუვეს პოლონეთში ამდენი ქომაგი დახვდა.მოახლოვებული სეზონი სულ რამდენიმე დღეში, ლაციოსთან მატჩით დაიწყება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ.ფიზიკურად თავს მშვენივრად ვგრძნობ, ინტენსიურად ვვარჯიშობთ და პირველი ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.ბუნებრივია, ჩვენ იუვენტუსი ვართ და ყოველთვის გამარჯვება გვწყურია, ყველას აინტერესებს როგორ ვთამაშობთ, რას ვისახავთ მიზნად.გუნდის მთავარი ამოცანა ყველა ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია
jjj jjj
9 years ago

ხედირა რა მაგარი ყოფილა. აი ყოჩაღ!!! ტფუი :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x