სატრანსფერო ჭორები ( დრაქსლერი, ასტორი )
ტურინის “იუვენტუსი” იულიან დრაქსლერის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა “შალკესთან” მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში განაახლებს და იმაზე უკეთეს შეთავაზებას გააკეთებს, ვიდრე პირველი იყო.გერმანელები არ აპირებენ 21 წლის ნახევარმცველი 30 მილიონზე ნაკლებად გაასხვისონ, მეტიც, 25 მილიონზე ნაკლებ ოფერს გელზენკირხენელები არც განიხილავენ.რაც შეეხება დაცვის ხაზს, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის ტრავმების შემდეგ შესაძლოა ბიანკონერებმა არენდის წესით დევიდე ასტორი დაიმატონ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.
შეამოწმონ ეს დედანაქაჩი ექიმებმა და თუ რაღაც გართულებები არ ექქნება კიდე მოკიდონ ხელი და წამოიყვანონ… რად უნდა ამას ამდენი გაჭიანურება
ასტორი :D:D: )) ასტორი რომაში კლოუნს დაემსგავსა )) კიელინი და ბარცალი მალე დაბრუნდებიან )) 4 მცველით ათამაშოს და ცენტრი კასარესი ბონუჩი ) ასტორი რაღად უნდათ ( ასტორი კი არა ვინმე წესიერი მოიყვანონ ) სხვისი ნაგავის კრეფაში არ დაიღალა ბრუციანი ) ვიდალი 24 საათში გაყიდა )) ერთი დრაქსლერი ვერ მოიყვანა ( ფეხბურთელი რომლის გაყიდვაზე შალკე თანახმაა ) ფეხბურთელი რომლის ხელში ჩასაგდებად დიდი კონკურენცია არ არის , საერთოდ თუ არისს ))