ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებები “ლეხიასთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ..

ბუფონი – 6 – დიდად ბევრი საქმე ჯიჯის პირველ ნახევარში არ ჰყოლია. გამოსარჩევია ერთი შორეული დარტყმა.

ნეტო ( 57წუთიდან ) – 6.5 – მეორე ნახევარში მეტოქე მეტად აგრესიულად უტევდა და შესაბამისად ჯიჯის დუბლიორ ნეტოს საქმეც მოუმრავლდა. ბრწყინვალედ ასპარეზობდა, ხოლო გოლში მისი დადანაშაულება ნამდვილად არ შეიძლება.

რუგანი – 6.5 – წინასასეზონო პერიოდი პირადად მისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო, რადგან ფაქტობრივად წყდებოდა ტურინში დარჩენა არ დარჩენის საკითხი. ჯერჯერობით საქმე კარგად მიმდინარეობს. რუგანი საიმედოდ ასპარეზობს და ნათლად იგრძნობა თუ რაოდენ დიდი ტალანტი ჰყავს ბიანკონერის. ალეგრის სწამს მისი და ფეხბურთელს ეტაპობრივად მოემატება თავდაჯერებულობა.

ბონუჩი – 5.5 – 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაც ბუნებრივია სიამაყის საფუძველს იძლევა. ამ შეხვედრაში მაინც და მაინც არ დაიტვირთა თავი. პოზიციურად სწორად ირჯებოდა და უხეში შეცდომა არ დაუშვია.

კიელინი – შეფასების გარეშე – ალეგრის და სამწუხაროდ ბარძალის მერე მას მორიგი წამყვანი ცენტრალური მცველი გამოაკლდა. ჯერჯერობით უცნობია იასპარეზებს თუ არა იგი სუპერ თასის ფინალში.

კასერესი (8 წუთიდან) – 6 – ასპარეზობს ტრავმირებული ჯორჯოს ნაცვლად. ზედმეტი რისკის გარეშე, პოზიციურად ზუსტია და ხისტი. მატჩის მეორე ნახევარში ალეგრი მორიგი ტრავმის აცილების მიზნით ხსნის მას თამაშიდან.

ლიხტშტაინერი – 6.5 – ბევრად კარგად გრძნობს თავს 3-5-2-ში ვიდრე 4 მცველიან ტაქტიკაში. ხშირად მიდის წინ და აწუხებს მეტოქეს საკუთარ ფლანგზე. რამდენიმე მცდელობა ძაძაზე გამჭოლი პასის გაკეთება.

სტურარო – 7 – სტეფანო როგორც ჩანს უკვე მშვენიერ სათამაშო ტონუსშია და მზად არის ბრძოლისთვის. ენერგიულია თითოეულ პერიმეტრზე სადაც თამაში მოუწია. მოედნის ცენტრში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან და შიშის ზარს სცემს მეტოქეს.

ხედირა – 6 – ნაყოფიერად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ტურინმა სემის სახით სერიოზული შევსება მიიღო მაშინ როდესაც კლუბი პირლომ დატოვა. აშკარად ჩანს, რომ მას რეჯისტას პოზიციაზეც შეუძლია ხარისხის შექმნა. თუმცა, ჯერჯერობით ხედირას ფიზიკური კონდიციები შორს არის იდეალურისგან.

პოგბა – 6.5 – სხვებთან შედარებით მეტად პოზიტიურია ცენტრში პოლის ხილვა. ხსნის ანგარიშს, აკეთებს რამდენიმე გამჭოლ გადაცემას და ემუქრება მეტოქის კარს შორეული დარტყმით.

მარკიზიო – 6 – მცირეოდენი პროგრესი ბორუსიას შემდეგ ნამდვილად იგრძნობა. შრომობს, დარბის და ეხმარება გუნდს მანევრირებებში.

პადოინი – 6 – პირველ ნახევარს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაში ატარებს, ხოლო შემდეგ მარჯვენა მცველის როლს ითვისებს. სიმონე როგორც ყოველთვის საიმედოა.

დიბალა – 6.5 – ტექნიკური, კარგი პასის კულტურით და ზოგადადაც კარგი მოედნის ხედვით. იგი უკანა ხაზსაც ხშირად ეხმარებოდა, თუმცა ფიზიკის და კონტროლის თვალსაზრისით მოუწევს სამომავლოდ მუშაობა. საგოლე გადაცემა მიითვალა პოგბაზე.

მორატა – 5.5 – აბსოლიტურად მართალი იყო ალეგრი, როდესაც შეცვალა მორატა. მწვრთნელმა ვერ დაინახა სწორი მიდგომა ესპანელი ფორვარდის მხრიდან.

ჩერი – 6.5 – განსხვავებული სიტუაცია იყო ყოფილი პარმელის შემთხვევაში, რომელიც სწორად მიუდგა საქმეს და ოდნავ იღბალს რომ გაეღიმა მისთვის ეფექტურ გოლსაც გაიტანდა.

ძაძა – 6 – ბევრს მოძრაობს, იბრძვის და დიდ კილომეტრაჟს ფარავს. თუმცა, 45 წუთის განმავლობაში ერთხელ ემუქრება მეტოქის კარს.

მანჯუკიჩი – 6.5 – გიგანტი ხორვატი ფიზიკური გაბარიტების ფონზე ცდილობდა მეტოქის დაჩაგვრას. მატჩის მიწურულს იტანს გოლს და ეხმარება გუნდს გამარჯვების მოპოვებაში. პროგრესი სახეზეა და ყველაფერი სწორი კურსით მიდის.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

ლიოვი კაი,მაგრამ მოურინიო? კაცმა ამხელა შეფასება გააკეთა და ყველაფერში შეცდა? თუ მოურინიოსაც ვუწუნებთ კომპეტენციას))) თუმცა შეუმცდარი არავინაა,მაგრამ სეზონი წინაა და ვნახოთ…ვიდალის შემცვლელად არც განიხილება ხედირა,საყრდენად ვიდალს არ ათამაშებდნენ აქ და ნაკრებშიც შეტევაში ჰქონდა მეტი დატვირთვა,ამიტომ მის შემცვლელად პერეირა და მოსაყვანი შემტევი ნახევარმცველი უნდა განვიხილოთ.უკან დაწეულები კი მარკიზიო,პოგბა,სტურარო და ხედირაც საკმარისია მგონი.არ ვამბობ,რომ ვიდალის წასვლა კარგია,პირიქით ძალიან მეწყინა,მაგრამ წასვლა მოისურვა და რეალობას უნდა შევეგუოთ.ის კიარა ტევესიც რომ დარჩენილიყო ერთი წელი,უმტკივნეულო იქნებოდა გადახალისება…რაც შეეხება ტრეკვარტისტას,თუ შემტევ ნახევარმცველს,რომელიც უნიათო მენეჯერებს ვერ მოუყვანიათ))) უმეტესობა ჩვენთაგანის არჩევანი იყო-ისკო,გიოტცე,ოსკარი და ჯანდაბას,იყოს დრაქსლერიცო))) ჰოდა ვისთვის იბრძოდნენ ესენი? ზუსტად ამ თანმიმდევრობით ჰქონდათ პრიორიტეტი!!! ჰოი საოცრებავ)) თურმე როგორ ემთხვევა… Read more »

vakhtang karchava
9 years ago

შეიძლება იფიქროთ რა ტვინი წაიღოო)) მაგრამ,ბევრი ნეგატივი იწერება და ვცდილობ პოზიტივიც დავინახოთ)) :forza: :forza: :forza:

jek17
9 years ago

ჩერი რა პოზიციაზე თამაშობს და რამდენი წლისაა?

vakhtang karchava
9 years ago

სტურარო მგელია)),ნამდვილად შეუძლია ვიდალის შეცვლა. რუგანი მეორე ტაიმში გაცილებით თავდაჯერებული იყო,მაგარი მცველი გვეზრდება! ჩერი კარგად იყო თამაშში ჩართული,სხვა ახალგაზრდებთან შედარებიდ,ასევე გამოვარჩევდი კლემენცას. დიბალას ეტყობა რომ მაგარი ტალანტია,მანჯუკამ კი დაამტკიცა რომ შემსრულებელია,შეთამაშდნენ ჯერ…ხედირას რაც შეეხება ბევრი აკრიტიკებს აქ,ჯერ ვერ არის ფორმაში,მაგრამ მოვიყვან მოურინიოს სიტყვებს: “ხედირა ფანტასტიური მოთამაშეა,ბრილიანტი.ის ორის მაგივრად მუშაობს და ბევრს გადაადგილდება,ხანდახან მეგონა რომ ჩვენ 12 ფეხბურთელით ვთამაშობდით.ის არის მშრომელი,დინამიური ჰავბეკი,შეუძლია სწრაფად ჩაერთოს შეტევაში.კარგად კითხულობს თამაშს და განსწავლულია ტაქტიკურად.ამავე დროს აქვს დაყენებული დარტყმა და შეუძლია მწვავე გადაცემების გაკეთება”. ასევე ლიოვი: “სემი ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია,საიმედოა და მასზე შეიძლება დაყრდნობა,არის მებრძოლი და შრომისმოყვარე”…ამათზე უკეთესად თუ იცით ფეხბურთი,კი ბატონო ედავეთ))

ALLENATORE
9 years ago

ხედირას ჩელსი უნდოდა თავიდან ) და თავისუფალი აგენტის სტატუსიტაც არ მოიყვანა მაყრინიომ )) ვიდალი რომ ყველაფერში ჯობია მაგაზე ალბათ არავინ იდავებს )) ვიდალის წასვლა და მისი ხედირათ ჩანაცვლება უფრო მინუსია ვიდრე პლიუსი ეგეც ნათელია ალბათ )) ლიოვს რაც შეეხება ) ლიოვი შენ თუ უყურებ კაგად ფაშისტების ნაკრებს ) არ უყვარს ძველი გუარდისს ჩანაცვლება ) რაც არ უნდა ფორმაში იყვნენ )) ხედირას რო იძახებდა ხედირაზე მაგარ ფორმაში ბენდერი იყო ) საუკეთესი საყრდენი გერმანელებიდან ) კლოზე მიყავდა ნაკრებში ) მაშინ როცა კისლინგი გოლების მანქანა იყო ) რაზეა საუბარი დღემდე პოდოლსკის იძახებს ) მიუხედად იმისა რო უდიდესი არჩევანი აქვს და პოდოლსკიზე გაცილებით კარგ… Read more »

lasha naxucrishvili
9 years ago

დამასწარი ჩელსი ხედირას ამბავი :)
რგორც უფასოდ მოყვანილი ფეხბურთელი მშვენიერია.წაეყვანა მოურინიოს ხო იყო უფასო.

giorgi nefaridz
9 years ago

Tan moumateben kidev ase rom panikis safudzveli araa

forza bianconeri
9 years ago

ლაციოს უნდა მოვუგოთ :forza: რომაელების საბლატაო სადაა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x