ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კურჟავას აკვირდება

ტურინის “იუვენტუსი” ფრანგული “მონაკოს” მარცხენა მცველით, ლეივიან კურჟავათი დაინტერესდა.ჯუზეპე მაროტამ რამდენიმე დღის წინ პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ ბიანკონერები განაპირა უკანახაზელსა და ტრეკუარტისტას ეძებენ, ფრანგი ფეხბურთელი კი როგორც სჩანს, ტურინელთათვის ერთ-ერთი ვარიანტია.22 წლის მოთამაშეს ასპარეზობა როგორც მარცხენა მცველის პოზიციაზე, ისე მარცხენა ნახევარმცველადაც შეუძლია, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “იუვეს” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი “მონაკოსა” და “იანგ ბოიზს” შორის გამართულ დაპირისპირებას დაესწრო და კურჟავას თამაშს დააკვირდა.აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერები კურჟავას გარდა გილერმე სიკეირასა და ალექს სანდროს აკვირდებიან.

წყარო : Football Italia

4 thoughts on ““იუვენტუსი” კურჟავას აკვირდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.