ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გერმანელები იტალიელებს ულტიმატუმს უყენებენ..

ევროპული პრესის ინფორმაციით გელზენკირხენული კლუბი ულტიმატუმს უყენებს ბიანკონერის დრაქსლერის ტრანსფერთან დაკავშირებით. გერმანული მხარე მზად არის ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე. მის შემდეგ შემოსული ნებისმიერი წინადადება გერმანელი გამთამაშებლის თაობაზე ავტომატურად იქნება დაბლოკილი. ერთის მხრივ შესაძლოა მაროტა არ ჩქარობდეს გარიგების მოგვარებას, თუმცა შალკეს სურს გაიგოს თუ რას აპირებს მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რათა შესაბამისად დაგეგმოს სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკა. როგორც ჩანს სიტუაცია დასასრულს უახლოვდება და უმოკლეს პერიოდში გავიგებთ თუ სად იასპარეზებს იულიან დრაქსლერი..

წყარო: football-italia

4 thoughts on “გერმანელები იტალიელებს ულტიმატუმს უყენებენ..

  1. დრაქსლერს წელს ტრავმები თუ არ ექნება ) მისი ფასი 40 მილიონამდე აიწევსს )) შარშან წინაც ეგრე იყო როცა ვენგერი აკვირდებოდა )))

  2. ყველა იტალიური გუნდი გაძლიერდა, ჩამოწერილი ინტერი, მილანი და რომაც. მარტო ჩვენ დავსუსტდით, ლიდერები გავუშვით. ხოდა გაგვედება მომავალ წელს და ღირსებიც ვიქნებით წუწკი ანიელის გამო

  3. ვერ გაიფორმებენ ეხა ვერც დრაქსლერს და მერე სნეიდერს ან ვინმე ჩამოწერილ ფეხბურთელს მოიყვანენ, ან დიბალაზე იტყვიან ტრეკუარტისტა არისო )) 40 მილიონი აიღეს ლიდერის გაყიდვით და იმის დახარჯვა ენანებათ, კაროჩე რაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.