კიელინი 20 დღეს იუქმებს
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი ტრავმის გამო 20 დღეს იუქმებს.გდანსკის “ლეხიას” წინააღმდეგ მატჩში მიღებული დაზიანება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც სკუადრა აძურას ფეხბურთელი სუპერთასისთვის შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს დაახლოებით აგვისტოს მიწურულს დაუბრუნდება.ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასიმილიანო ალეგრის ამჟამად ორი ცენტრალური უკანახაზელი ჰყავს ლაზარეთში, ანდრეა ბარძალისა და კიელინის სახით.”ლაციოსთან” მატჩამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ლეონარდო ბონუჩის მეწყვილედ ასპარეზობა კი ორ მოთამაშეს შეუძლია, მარტინ კასერესსა და დანიელე რუგანის.ვნახოთ, რომელი მათგანის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას ბიანკონერების დამრიგებელი.
რატო დააყენა საერთოდ სასტავში? ან 3 მცველი რა აუცილებელი იყო ლეხიასთან? დაეწყო ბონუჩი – რუგანით თუ მანდამაინც მეორე ტაიმიდან კასერესი შემოეშვა და 3-5-2იც მოესინჯა
ამის ტრავმები უკვე ტეხავს რა, მეორე ფინალს ტოვებს ტიპი, ხან ვარჯიშზე იმტვრევა და ხან ამხანაგურზე
ე, ამას რამე არ დაუშავდეს ძედმეტი თორე,, ნუმერო უნოს მერე პირველი იუვენტინოა… ფორცა ჯორჯო.. ფორცა იუვე

fuck 20 ძაან ბევრია ტო :(