ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი ვინოვოზე დაბრუნდა

კინგსლი კომანი ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა. გვიანი ვიზიტი გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ფრანგი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიანკონერის ფორვარდი ერთ-ერთი ლიდერი იყო ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე საკუთარი ნაკრების. ალეგრი მიესალმა მის დაბრუნებას ზაფხულის წინასასეზონო ეტაპზე. ფრანგმა ფორვარდმა გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ათლეტურ წვრთნებზე გადაერთო. ხვალ, დილიდანვე ფეხბურთელები ტაქტიკური მეცადინეობით დაკავდებიან, რის შემდეგაც რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავენ მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ.
ზემოთხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 21:05-ზე დაიწყება და ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ პირდაპირი ტრანსლიაციის ბმულებს.

1 thought on “კომანი ვინოვოზე დაბრუნდა

  1. არ შეიძლბა ეს ამხანაგური მატჩები ხანდახან საკუთარ სტადიონზე გავმართოთ.კომანი ძალიან მაგარია დრიბლინგი აქ კარგი უბრალოდ გაგრძელება არ იცის ანუ ვის მისცეს პასი ან როდის უნდა დაარტყას კარში,ნერვიულობის გამოუცდელობის ამბავია,დარწმუნებული ვარ ეგ პრობლემა მოიხსნება ცოტა უფრო მეტ შანს თუ მიცემს ალეგრი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.