რუგანი “იუვენტუსთან” გაახანგრძლივებს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში დანიელე რუგანისთან აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას.21 წლის ცენტრალური მცველი ბიანკონერებმა სრულად იანვარში გამოისყიდეს, სეზონის დასრულებისთანავე კი ბებერ ქალბატონში დაბრუნდა.ალფრედო პედულას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს და ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2019 წელს ეწურება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.ბუნებრივია, გაიზრდება რუგანის წლიური ხელფასიც, მოთამაშე ახალი კონტრაქტის ძალით დაახლოებით 900 ათას ევროს გამოიმუშავებს.
შევეცდები მოვიძიო მსგავსი ბმული :)
მოგესალმებით ყველას, ადმინ რა მინდა რო გთხოვო თუა შესაძლებელი ტექნიკურად პირდაპირ თამაში რო დავდოთ ხოლმე ჩვენს საიზე ბევრად უფრო კომფორტული იქნება