ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ტრეკუარტისტას საკითხის გადაჭრამდე როგორც სჩანს, მარცხენა მცველის ტრანსფერს დახურავს.დღეს ტურინს მადრიდის “ატლეტიკოს” ტექნიკური დირექტორი, ანდრეა ბერტა ესტუმრა.მხარეებს შორის სასაუბრო თემა გილერმე სიკეირა იყო, როხიბლანკოსი მოთამაშის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, ბიანკონერებს კი თავად ფეხბურთელთან შეთანხმებას მიღწეული აქვს.ბრაზილიელის ალტერნატივად ლეივინ კურჟავა და ალექს სანდრო სახელდებიან, თუმცა მათ სანაცვლოდ კლუბები საკმაოდ დიდ თანხებს ითხოვენ და შესაბამისად, ჯუზეპე მაროტა უფრო სიკეირას ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.იულიან დრაქსლერზე დღეს უკვე მოგახსენეთ, ბებერი ქალბატონი ადვილად დანებებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში გეგმავს, “შალკეს” გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართოს.გილერმეს მსგავსად ხელშეკრულების დეტალები 21 წლის გერმანელთანაც შეთანხმებულია.

ლუკა მარკეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფერნანდო ლიორენტესთვის ბრძოლაში “კრისტალ პალასი” და “სტოკ სიტიც” ჩაერთვნენ.ესპანელი ტურინიდან მიმავალ გზაზეა და მის მიმართ ინტერესს რამდენიმე ქვეყნიდან იჩენენ, თუმცა როგორც სჩანს, კონკრეტულ მოლაპარაკებებს ბებერ ქალბატონთან არცერთი მათგანი არ აწარმოებს.

რაც შეეხება დევიდე ასტორის, ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით, იუვენტუსის ინტერესი იტალიელი მცველის მიმართ მხოლოდ ჭორების ნაყოფია.მიუხედავად კიელინისა და ბარძალის ტრავმისა, მაქს ალეგრის განკარგულებაში კასერესი და რუგანი არიან, სწორედ მათ შეუძლიათ მეწყვილეობა გაუწიონ ლეო ბონუჩის.ისე კი, კალიარი რომას ექს-ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

ყოველთვის იწყებენ დიდით მარა ყიდულობენ პატარას,მოჭერით ბავშვი რო არ კეთდება ეგ ანდაზა ანიელის უთხრას ვინმემ

ALLENATORE
9 years ago

სიკეირა დაცვაში ძაან სუსტია ) შეტევაში ატიურად ერთვება მაგრამ თავს ცუდათ იცავს ) ერთი ერთზე კლოუნივითააა ))) პლიუს ატლეტიკოს გადაგდებულ ნაგავს იუვე არრ უნდა ხიკავდეს )) სიმიონემ სწორედ მაგიტომ დააბრუნა დავიდ ლუისი ) სიკეირაა რო არაფრად ვარგა დაცვაში )

გაგა ჯანჯღავა
Reply to  ALLENATORE

ერთი ერთზე იუვეშიც ბევრია სუსტი მცველი. მე 2 წლის წინა კასერესი მომწონდა მხოლოდ ერთი ერთზე.
მაგ სიქიმეირას მთავარი ოხრობა ის სჭირს, რომ დაცვაში სუსტია და სუსტია იმ ასპექტში, რის გამოც ვერ გაქაჩა თუდაც უდინეზეში. იტალიაში ტაქტიკას და პოზოციურ თამაშს ექცევა დიდი ყურადღება. ეეე მანდაა ეგ სიკეირა ძაან სუსტი. ტიპი ტაქტიკურად არის იმბეცილი.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x