ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “კალიარიმ 6 მილიონიანი შემოთავაზება უარყო”

უკვე რამდენიმე კვირაა იტალიური პრესა ტურინის “იუვენტუსს” “კალიარის” განელ ნახევარმცველს, გოდფრედ დონსას უკავშირებს, თუმცა მას შემდეგ სიახლეები ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ არ გავრცელებულა.ბიანკონერებისა და კიდევ რამდენიმე კლუბის ინტერესი მოთამაშის აგენტმა დაადასტურა, თუმცა მანვე დასძინა, რომ სარდინიელებს დონსას გასხვისება არ სურთ : “შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ კალიარიმ 6 მილიონიანი შემოთავაზება გაისტუმრა უარით, როგორც სჩანს, სარდინიელებს არ სურთ ფეხბურთელთან გამომშვიდობება.გოდფრედის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, იუვენტუსი, სამპდორია და ბოლო დღეებში ბოლონიაც გააქტიურდა, თუმცა კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია”. აქვე გეტყვით, რომ 19 წლის დონსა იტალიის ჩემპიონატში 2012 წლიდან თამაშობს, იგი ჯერ “პალერმოს”, შემდეგ კი “ვერონას” რიგებში ასპარეზობდა.”კალიარიმ” მისი შეძენა 2014 წელს მოახერხა, 2,5 მილიონ ევროდ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x