ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერი:”მომავალი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საგა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არის დრაქსლერი და იუვენტუსი.. “ლურჯი ოცნება”, როგორც ამას აპენინური პრესა უწოდებს ხან ერთ მხარეს იხრება, ხან მეორე მხარეს. თითქოს შალკეს თავკაცის განცხადებას ბოლო უნდა მოეღო ამ საკითხისთვის, მაგრამ იტალიელები ასე ადვილად არ აპირებენ დანებებას. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ ჩქარობენ.. ელოდებიან. რას? ალბათ პერეირას და დიბალას ასპარეზობას. ალეგრი მაქსიმალურად ტესტავს საკუთარ ხელთ არსებულ რესურს, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს ვერ მიაგნო იმ გამორჩეულს, რომელიც ზონებს შორის პროდუქტიულად იასპარეზებს.. ამიტომაც შენატრის დრაქსლერს, ხოლო გერმანელი თავის მხრივ ისეთ კომენტარს აკეთებს, რომელიც ღიად ტოვებს ყველანაირ საკითხს:”ჩემი მომავალი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც უმჯობესია თუ მოვითმენთ და დაველოდებით მოვლენების განვითარებას”.. ეს ერთგვარი შეტყობინებაა, რომ მას მეტად ამბიციურ გუნდში სურს კარიერის გაგრძელება. გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე ოფისში კი როგორც ჟურნალისტები იუწყებიან მზადება საბოლოო შტურმი შალკეზე.. ვნახოთ შეძლებენ თუ არა იტალიელები გერმანელთა დათანხმებას მორიგი წინადადებით..

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ყველაზე ყველაზე ყველაააზეეეეეეეეეე ცუდი ცუდი ცუდი ცუდი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს იუვეს. ამაზრზენი, ნერვების მომშლელი, საზიზღარი იდიოტობააააააა დებილობააააააააააააა :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: ამოვიდა ყელში. ვინც ტურინში ცხოვრობს გამოვიდნენ რამე გააკეთონ მოკლან დამარხონ ესროლონ რამე ქნან რამე რამე რამე :|:|: ფკდნფპკსნგსდფსვ

juveboy-leo
9 years ago

vax ra magrad ucheren fuls
ra ususuri direqcia yavt
amden xans ra ver moabes tavi amis yidvas es wuwuraqi anieli
micen 25-30 xo sheavses biujeti vidalit?
tu eg dybalaze gaabatiles?
interma da romam ra uceb gacharxes jovetichi-salahi
gundi romelic zedized 4 skudetos debs da ligis finals 30 milionis gadaxda unda uchirdes?
vah ar cxveniat ???

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x