ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირამ შესაძლოა 6 კვირა გამოტოვოს

გუშინდელ შეხვედრაში ყველაზე სავალალო ეპიზოდი ბუნებრივია იყო სემი ხედირას დაშავება. მატჩის 24 წუთზე ფეხბურთელი ყოველგვარი კონტაქტის გარეშე დაეცა მოედნის ცენტრში. არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი.. პირველი ეს არი კუნთების გადატვირთვა, ხოლო მეორე მეტად პრობლემატური ბარძაყის კუნთის გაწყვეტა. იმ შემთხვევაში თუ გერმანელს ეს დიაგნოზი დაუფიქსირდება, მაშინ ხედირას მინიმუმ 6 კვირის გამოტოვება მოუწევს. დღეს, ნახევარმცველს სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ზუსტი დიაგნოზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ უკვე აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანელი ვერ იასპარეზებს სუპერ თასის შეხვედრაში.

წყარო: Football-Italia

1 thought on “ხედირამ შესაძლოა 6 კვირა გამოტოვოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.