ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო : “შანხაიში სხვა იუვეს იხილავთ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, სტეფანო სტურარო “ლაციოს” წინააღმდეგ შანხაიში სრულიად სხვა თამაშს ელის : “ამ პერიოდში როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად ვემზადებოდით პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის, რომლის დაწყებამდეც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.რომაელებთან დაპირისპირებას ფორმის პიკში უნდა შევხვდეთ, შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მოვემზადოთ.პირველი ოცი წუთი მშვენივრად გამოვიყურებოდით, თუმცა სამის ტრავმამ და სტეფანის გაძევებამ სიტუაცია გაართულა.მთელი დარჩენილი დრო ვალდებულნი ვიყავით გვეთამაშა დაცვაში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დიდი ხანია მოახლოვებული სეზონისთვის ემზადება.ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სრულიად სხვა მატჩს იხილავდით, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური დაპირისპირებებია და მათგან უნდა ვისწავლოთ.წინ გაცილებით რთული შეხვედრები გველის.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

შენ მაინც ჩაიცვი 23 :love:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x