ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ჩემი ტაქტიკა სატრანსფერო ფანჯარაზეა დამოკიდებული”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუს, სადაც ბიანკონერის თავკაცს გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებსა და ტრანსფერებზე მოუწია პასუხის გაცემა..

ტექნიკური გადაწყვეტილებები კუთხით, რომ ვისაუბროთ შეუძლია თუ არა დიბალას იმ ფუნქციის შეთავსება, რომელსაც თქვენ ეძებთ სატრანსფერო ბაზარზე?

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე ზედმეტი ტვირთვის აკიდება არ იქნება მართებული. ბუნებრივია პაულო გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზდაა, მაგრამ პალერმოსთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად ტურინში მას მეტი მუშაობა მოუწევს. ეს მისი პირველი წელია იუვეში სადაც ადაპტაციის გავლა მოუწევს. ერთი რამ ცხადია, მის ისეთი მახასიათებლები აქვს, რომლის დახვეწვის შემთხვევაში ნამდვილად შეეძლება შემტევ შუახაზელად თამაში”.

ხედირას ტრავმამ ნახევარმცველის მოყვანა აუცილებელი გახადა?

“არ უნდა დავივიწყოთ ის დადებით ფაქტორი რაც პერეირას ეხება.. მან ნაყოფიერი 45 წუთი გამართა. სატრანსფერო ბაზარი ფრიად საინტერესო თემაა.. მაგრამ იმისათვის რათა იუვეში ასპარეზობდა შესაბამის კვლიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდე. დიახ, არიან ასეთები მაგრამ რამდენად შეგვიძლია დავიმატოთ ეს უკვე სხვა თემაა.. მათი გუნდები არ აპირებენ საკუთარ მოთამაშეებთან დამშვიდობებას. მიუხედავად ყველაფრისა, გასულ სეზონთან შედარებით ჩვენ კიდევ გვესაჭიროება 1-2 მოთამაშე”.

თქვენი აზრით დრაქსლერს უფრო მეტი პლიუსი აქვს იუვესთვის ვიდრე გიოტცეს?

“მათ შორის ნამდვილად არის განსხვავება. ერთი მეტად შუახაზელია, ხოლო მეორე უფრო მეტად ფორვარდი. დრაქსლერი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის”.

ჯერჯერობით სიტუაცია ასე გამოიყურება.. სატრანსფერო ფანჯრის ნახევარზე მეტი გალეულია და თქვენს ხელთ არის პერეირა და 4-3-1-2.. ეს ალბათ რთულია..

“იცით, არ ღირს აჩქარება. სუპერ თასის შემდეგ ჩვენს განკარგულებაში იქნება კიდევ 15 დღე. ხელმძღვანელობა მუშაობს და განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს. თავად კი არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც 4-3-1-2 -ით უნდა ვითამაშო. ჩემი ტაქტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ წარიმართება სატრანსფერო ბაზარი. გასულ სეზონში არაერთხელ ვიასპარეზეთ 4-3-3 მოდულით.. კვლავინდებურად აქტუალურია 3-5-2 და 4-3-1-2 ..

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

კონტეს იუვენტინოობით, გატუზოს ბრძოლისუნარიანობით და სათამაშო სტილით დე როსის, მოკლედ უკეთეს კომბინაციას ვერ ინატრებ, ჩემი ახალი მარკიზიო იქნება სტურარო :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago

დგება დრო როდესაც რაღაც მთავრდება და იწყება ახალი.პირლო დაბერდა,ტევესმა მოტივაცია დაკარგა,ვიდალი კი ახალი თავგადასავალის საძებნად წავიდა.მადლობა მათ და წარმატებები…მაგრამ ცხოვრება გრძელდება. საჭიროა ახალი ლიდერი გუნდში. მარკიზიო და პოგბა,გარკვეულწილად,პირლოსა და ვიდალის ჩრდილქვეშ იყვნენ მოქცეულნი. მარკიზიო გუნდის ხერხემალია,მაგრამ არ არის იმდენად ამბიციური.ის უფრო ძველი გვარდიის-ბუფონის,კიელინის,ბონუჩის გვერდზე უნდა დავაყენოთ,რომლების გუნდში მაღალი სულისკვეთების და სტაბილურობის გარანტები არიან. ახალი ლიდერი კი შეიძლება ყოფილიყო…ან ვიდალი,ან პოგბა. ორი ყოჩი კი ერთად ვერ მოძოვდნენ ბალახს)) შეიძლება ამ მხრივ კარგიც იყოს არტუროს წასვლა…დროა პოგბამ ლიდერობა თავის თავზე აიღოს.ორი სრულყოფილი სეზონის შემდეგ ის მზად არის ამ გამოწვევისთვით და თქვა კიდევაც ახლახან,რომ ბევრი ისწავლა პირლოსა და ვიდალისგან და მზად არის ამისთვის.… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

ანტონონიმ სტურაროს ვიდალის შეცვლა შეუძლიაო, მოკლედ ყველას სჯერა სტურაროსი და თუ მიიღო ნდობა ალეგრისგანაც მაგისგან იუვე დიდ ლეგენდას შექმნის

vakhtang karchava
9 years ago

ხედირას ტრავმით სტურაროს გაუჩნდა შანსი ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი და აქვს ამის ყველანაირი მონაცემები. ვის არ ადარებენ მას-დე როსის,გატუზოს…მაგრამ ზუსტად არავის გავს,ის არის სტურარო და მერე აქეთ შეადარებენ სხვებს))

Di Francesco # 1
9 years ago

დე როსის გავს ჩემი აზრით სათამაშო სტილით და მონაცემებით, თუმცა ბრძოლისუნარიანობით და მოედანზე თავდადებით გატუზოს გავს, არც დე როსის არ აკლია ბრძოლისუნარიანობა მარა უფრო მშვიდი და დალაგებული საყრდენია, სტურარო გატუზოსავით გიჟია

lasha naxucrishvili
9 years ago

ზუსტად კონტეს დროინდელი სიტუაციააა :mad: :down:

Di Francesco # 1
9 years ago

უმაგრესი მწვრთვნელია და ხელმძღვანელობა არ უჯერებს ერთმანეთთან რა შუაშია? მწვრთვნელის საქმიანობაში ხელს უშლის ხელმძღვანელობა? სელექციონერია ალეგრი თუ მწვრთვნელი? კარგი მწვრთვნელობა არ ნიშნავს კარგ გემოვნეგას, ისევე როგორც კარგი გემოვნება არ ნიშნავს კარგ მწვრთვნელობას, გემოვნება მეც კაი მაქ დამნიშნენონ ტრეინერად, მოვითხოვ იბრას მესის რონალდოს ნოიერს სილვას რამოსს ვერატის მოდრიჩს დი მარიას, მარა რა გგონიათ კარგი მწვრთვნელი ვიქნები თუ კარგ ფეხბურთელებს შევკრიბავ? ცუდ მწვრთვნელს კარგი ფეხბურთელი ვერასდროს ვერ უშველის და შედარებით ცუდ ფეხბურთელს კარგი მწვრთვნელი ყოველთვის უშველის

9 years ago

უმაგრესი მწვრთნელია პროსტა არასდროს არ უჯერებს ხელმძღვანელობა მას,რაც მილანში დაემართა იგივე დაემართება წლების მერე :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

სატრანსფერო ფანჯარა რა შუაშია? სატრანსფერო ფანჯარას იყენებ უკვე არსებულის გასაუჯობესებლად, არ მგნია მაროტას პირობებში ალეგრის რადიკალური ცვლილებების იმედი ქონდეს. 4-3-3ზე რეგურალურად გადასასვლელად სულ სხვა სტილის შემტევებია საჭირო, დღეს შეუძლია იუვეს 4-3-3ით ითამაშის თვეში 1 თამაში, მარა ის რესურსი არაა გუნდში რო მთავარი ტაქტიკა 4-3-3 იყოს და გამორიცხულია დღეს დაიწყოს მაროტამ მაგ ტაქტიკაზე გადასასვლელად მზადება, მითუმეტეს უკვე გაკეთებულია ტრანსფერების მინიმუმ 90 და მაქსიმუმ100%. ძირითადი ტაქტიკა ისევ 4 მცველით და 2 თავდამსხმელით თამაში იქნება, დანარჩენის ცვლილება შედარებით მარტივია. ისე არ მომწონს სატრანსფერო ბაზარზე ალეგრი მეტად რო ამახვილებს კომენტარებში ყურადღებას ვიდრე თვითონ მაროტა, 2-3 ფეხბურთელი მჭირდებაო ამის თქვა, ცოტათი თავის დაზღვევას გავს ალეგრის… Read more »

dato_juventino
9 years ago

ეგაა ამათი ცუდი პოლიტიკა რო მწვთნელი არ იგებს მონაწილეობას ამათ თუ იმ ფეხბუერთლში ეს კონტეს დროს გამოჩნდა და გძელდება ეხლაც ტიპი იძახს რო დიბალა არა ტრეკვარისტა გამოდის მაროტა და დიბალას შეუძლის ტრეკვარისტად თამაშიო ესაა ამათი პილიტიკა.წინა წლები გასეგებია იუვე არ იყო ფინანსურად ისე როგორც ეხალ პახოდუ ამდენი ლიდერი წავიდა გაყიდეს ვიდალი და ოგბონა საკმაოდ კაი ფადასად მარა ისევ არენდა სიქეირა ვესტერმანი ჯუგელი და ასე შემდეგ მაგრდ ტეხავს ეს რა მიდგომებია აქვთ ამათ. :blin:

lexo doreuli
9 years ago

საწყალი ალეგრი :loool:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x