ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “კიევო ჩემთვის იდეალური ვარიანტია”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსისა” და სიმონე პეპეს გზები ოფიციალურად გაიყარა, თუმცა, იტალიელი ფეხბურთელი მუდამ დარჩება ბებერი ქალბატონის ტიფოზების გულში.31 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა კარიერის მექსიკაში გაგრძელებაზე და სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, “სპიდი” სავარაუდოდ “კიევოს” წევრი გახდება : “რამდენიმე დღის წინ კიევოს წარმომადგებლებს შევხვდი, საერთო ენის გამონახვასთან ახლოს ვართ.სულ მალე ჩვენს შორის კვლავ შედგება კონტაქტი და ალბათ, ყველაფერი გადაწყდება.უარი ვუთხარი მექსიკურ კრუს ასულს, სამშობლოში დარჩენა საუკეთესო ვარიანტია, ვერონული კლუბი კი იდეალური ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად.ეს მორიგი ნაბიჯია ჩემთვის, რაც მეტად მოტივირებულს მხდის”. ასე რომ, “იუვენტუსის” წარსული სულ მალე ბიანკონერების მომავლის მხარდამხარ იასპარეზებს, პეპე ფედერიკო მატიელოს თანაგუნდელი გახდება – სიმბოლურია.

წყარო : Spaziojuve

5 thoughts on “პეპე : “კიევო ჩემთვის იდეალური ვარიანტია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.