ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი: ” ის გუნდი მოიგებს, ვისაც მეტად უნდა გამარჯვება “

“ლაციოს” მეკარე ფედერიკო მარკეტი “სუპერ თასის” დაპირისპირებისთვის მზადაა და მეტოქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ მატჩებს ის გუნდები იგებენ, რომელთაც მეტად სწყურიათ გამარჯვება. დედაქალაქელთა კარის დარაჯი “იუვენტუსთან” მატჩის წინ, ოპტიმისტურადაა განწყობილი…

” ნამდვილად კარგი სამუშაო ჩავატარეთ. ჩინეთში ადრე ჩამოვედით და ვფიქრობ, ეს კარგი იდეა იყო, ატმოსფეროსა და დროის სარტყელთან შეგუება ასე უფრო გაგვიადვილდა. ასეთ ტემპერატურასა და ტენიანობაში თამაში ადვილი არაა. ვფიქრობ, მატჩის ბედს ერთეული ეპიზოდები გადაწყვეტენ და ის გუნდი მოიგებს, რომელსაც მეტად უნდა გამარჯვება. ”

” ხვალ დაძაბულობა მაქსიმუმს მიაღწევს და უკუათვლაც დაიწყება. “იუვენტუსის” წინააღმდეგ პირადად მე ყოველთვის კარგად გამოვდიოდი, მაგრამ ორი წლის წინანდელი “სუპერ თასის” გამო შურისძიება მმართებს. მართალია, მაშინ ხელიდან გავუშვით ტიტული, მაგრამ ეხლა უფრო მეტად ვართ მზად ასეთი დაპირისპირებისთვის. კარგად ვითამაშებთ, ამას შინაგანად ვგრძნობ. ”

” რა არის ჩვენი უპირატესობა? ალბათ ის, რომ შარშანდელი გუნდი თითქმის სრულად შევინარჩუნეთ. ყველანი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და სეზონის დასაწყისში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემებია, თამაშის აწყობა განსაკუთრებით რთულია. “იუვენტუსმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, მათ შორის ანდრეა პირლო და ეს უნდა გამოვიყენოთ. შაბათს ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ. ” -აცხადებს მარკეტი.

წყარო :football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x