ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live : ალეგრისა და ბუფონის პრესს-კონფერენცია

ამ წუთებში შანხაიში წინასამატჩო პრესს-კონფერენციას ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი და კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი მართავენ.პირველმა პრესის წარმომადგენლებს ბიანკონერების დამრიგებელმა მიმართა : “პოგბამ ათიანი მოითხოვა და ჩვენც დავთანხმდით, მას შეუძლია გახდეს წარმატებული და სახელოვანი ფიგურა იუვენტუსის მაისურით, ამ ნომერს ლეგენდარული ფეხბურთელები ატარებდნენ და იყო იუვენტუსის ათი ნომერი, დიდი პასუხისმგებლობაა.რაც შეეხება სეზონისთვის სამზადისს, ოცი დღეა რაც ვინოვოზე შევიკრიბეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, კიელინის, ხედირასა და მორატას ტრავმებს თუ არ ჩავთვლით.ბარძალი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ გადაწყდება, რამდენად იქნება ანდრეა სათამაშოდ მზად.ჩვენი პირველი მიზანი სუპერთასის ტურინში ჩატანაა და ვიცით, ეს ადვილი არ იქნება, ლაციომ იტალიის თასის ფინალში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა რომაელების დამარცხება მოვახერხეთ.ტრანსფერები ? – ის, ვისაც გუნდის დატოვება სურდა, დაგვტოვა კიდეც, ეს მათი გადაწყვეტილებები იყო.დავიმატეთ უნიჭიერესი მოთამაშეები, დიბალას, ძაძასა და რუგანის სახით, მსოფლიო დონის ფორვარდი მანჯუკიჩი, კომანიც არ დაგვავიწყდეს.ჩემს განკარგულებაშია ლიორენტეც, რომელსაც საჭირო მომენტში სარგებლის მოტანა შეუძლია.”

ბუფონი : “მაღალი ტემპერატურა ? – იტალიაში მართლაც ძალიან ცხელა, ამის შესახებ ვიცოდით და შეძლებისდაგვარად მივეჩვიეთ კიდეც.გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიმატეთ ფეხბურთელები, გამოვემშვიდობეთ რამდენიმე ლიდერს, ამ ყველაფერმა წარმოშვა პრობლემები და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს სირთულეები დავძლიოთ.ტაქტიკა ?  – პირადად ჩემთვის, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩემს წინ ოთხი მცველი იქნება თუ ხუთი, მთავარია გუნდი დაბალანსებული იყოს.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ეჰ ალეგრი ეგ ღიმილი არ შეგაშრეს პირზე :blin:

jjj jjj
9 years ago

ახალ ეტაპზე არა კვახი

lexo doreuli
9 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x