ჯორჯევიჩს რევანში უნდა
“ლაციოს” ფეხბურთელი ფილიპ ჯორჯევიჩი თვლის, რომ მის გუნდს რევანშის კარგი შანსი აქვს. “ლაციომ” იტალიის თასი დამატებით დროში დათმო “იუვენტუსთან” და ამასთან, ჯორჯევიჩმა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან იმ თამაშში. “ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების. ჩვენი გუნდი არ შეცვლილა, ხოლო “იუვენტუსმა” სამი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა. ჩვენ მათთან ბოლო სამი თამაში წავაგეთ, მაგრამ ახლა გვაქვს რევანშის შანსი“, – აცხადებს სერბი ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ “ლაციომ” ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სეზონის წინ და ყველა წააგო.
წყარო: Football Italia
იმედია ტრადიციულად არ გაყიდიან თამაშს, როგორც ეს ნაპოლისთან თამაშში მოხდა სუპერთასისთვის მატჩში )) მოიგოს უნდა ალეგრიმ
გიო დარჯანია .გაყიდიან? )) რატო გჯერა რომ ნაპოლისთან გაყიდული იყო თუ აგებს იუვე ყიდის ესეიგი? )) ან გაყიდვა ჯობია წაგებას თუ რატომ ამბობ ესე ადვილად ))
არაფერი გუნდი არაა ლაციო არც წინასწარ ტრაბახი არ ვარგა მაგრამ ვფიქრობ ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაც იუვენტუსია ფავორიტი.
ოლიმპიკოზე იუვენტუსი თავს ყოველთვის როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობდა და ეხლაც ასეა ასე რომ ჯორჯევიჩ დააყენე! ჩინეთშიც ამოგდებთ
არა მგონია იუვეს ნამდვილი სახე ვიხილოთ ამ მატჩში თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მხოლოდ 3 ამხანაგური გვაქ ჩატარებული + ტრავმვები და ახალი ფეხბურთელები რომლებსაც შეთამაშება ჭირდებათ.
ისე ამ მატჩის შემდეგ კიდევ 2 ამხანაგური რო ჩავატაროთ რომელიმე გუნდთან საკუთარ სტადიონზე არ იქნებოდა ცუდი(1 მატჩი თუ არ ვცდები იუვენტუს ბ-სთან გვაქ).ლიგაზე წარმოდგენა არ მაქ რას ვიზამთ.