მანჯუკიჩი : “დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი სეზონი მექნება”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულის, მარიო მანჯუკიჩის აზრით, ბიანკონერებმა კარლოს ტევესი უნდა დაივიწყონ და ალღო აუღონ იმ ახალ ერას, რომელიც ბებერ ქალბატონში იწყება : “ვგრძნობ თუ არა თავს ტევესის შემცვლელად? – რა თქმა უნდა არა, კონკურენციას მიჩვეული ვარ, ბავარიაში ჩემთან ერთად ძალიან ძლიერი წინახაზელები ირიცხებოდნენ, მე მანჯუკიჩი ვარ და საკუთარი თავის მჯერა, დარწმუნებული ვარ შესანიშნავი სეზონი მექნება.იუვენტუსის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა, ატლეტიკოსთან კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ შემოთავაზება მივიღე თუ არა დავთანხმდი, ტურინში თამაში მსურდა.იტალიაში ვარჯიშები ბევრად რთულია, აქ განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ექცევა, ვცდილობ, სასურველ ფორმაში ჩავდგე.ვოლსბურგში გადასვლისას გერმანულის სწავლა მომიწია, ფელიქს მაგათთან ერთად ვმუშაობდი, ანდრეა ბარძალის ჰკითხეთ, როგორ გამიჭირდა ენის ბარიერის დაძლევა.მაქს ალეგრი სულ სხვანაირი მწვრთნელია, იგი თითოეულ მოთამაშეს ესაუბრება, მაღალი დონის სპეციალისტია.აქ ტიტულებისთვის მოვედი.კლოზე ? – მირო ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა, როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.ევროპაში მცველებსა და მეკარეებს მისი ძალიან ეშინიათ, ამით უნდა გამოირჩეოდეს კარგი ფორვარდი.იტალიურ გუნდებს კარგად არ ვიცნობ, შესაბამისად, კონკრეტულად არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ ლაციოსგან, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენს მომზადებაზე, განწყობაზე და ტემპერატურაზე, ჩინეთში ძალიან ცხელა.ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამარჯვებაა, იუვენტუსსაც ეს აინტერესებს.იუვესი მჯერა.”
ამისნაირი ფეხბურთელი ყოველთვის გაქაჩავს იუვეში
dgesac goli gaitana tan lamazi goli chemi azrit martla karg sezons chaatarebs

კარგია თავდაჯერებულობა
ჯერ-ჯერობით მომწონს მანძუს თამაში