ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი : “ხვალ სიკეირას საკითხი გადაწყდება”

სკაი სპორტთან ინტერვიუში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ ტურინის “იუვენტუსის” გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა : “ხვალ გილერმე სიკეირას მომავალი უნდა გადაწყდეს, ბრაზილიელს პსჟ ეპატიჟება, რომელიც დინიეს რომში უშვებს და დაცვის მარცხენა ფლანგზე ადგილი უთავისუფლდება.ბიანკონერებს ატლეტიკოსთან შეთანხმებას მიღწეული აქვს, მთავარია რას გადაწყვეტს თავად ფეხბურთელი.მოკლედ, სიკეირას აზრი მნიშვნელოვანია – ტურინი თუ პარიზი.რაც შეეხება დრაქსლერს, მის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.მოთამაშეს იუვესთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, შალკეს დაყოლიებაა საჭირო.გერმანელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ, იულიანის ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით კი მაროტა ამდენის გადახდას ნამდვილად არ დათანხმდება.ცენტრალური ნახევარმცველი ? – ხედირას ტრავმამ ბიანკონერების გეგმები მართლაც არია, გუნდოგანი ალეგრის მოსწონს, მაგრამ მისი გადმობირება ტურინელებს გაუჭირდებათ.გუარინი ? – ბოლო ვარიანტად შეიძლება ფრედიზე შეტევა.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x