ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაბადების დღეს გილოცავთ, ჯანლუკა !

დღეს ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდის, ჯანლუკა პესოტოს დაბადების დღეა.ყოფილ ფეხბურთელს 45 წელი შეუსრულდა, აქედან 21 წელი კი პესოტო შავ-თეთრი ფერების სამსახურშია.მცველის კარიერა ბიანკონერების ოქროს წლებს დაემთხვა, გუნდში მოსვლის პირველივე სეზონის ბოლოს, 1996 წელს, ჯანლუკა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.”იუვეს” ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ლეგენდარული იტალიელი აცხადებს : “იუვენტუსის დამსახურებაა რომ დღეს ისეთი ვარ, როგორიც ვარ.იმედი მაქვს აქ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენიც შესაძლებელია.კლუბმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”. 19 წლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პესოტოს კარიერა საოცარი გამოდგა : 6 ჩემპიონის ტიტული, იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, ინტერტოტოს თასი და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა.ჯანლუკამ საფეხბურთო კარიერა 2006 წელს დაასრულა, რის შემდეგაც “იუვენტუსის” ახალგაზრდულ სექტორს ჩაუდგა სათავეში.პესოტო ნებისმიერი ახალგაზრდასთვის მისაბაძი მაგალითია, როგორც მშრომელი, თავდადებული და მოკრძალებული ფეხბურთელი.ვულოცავთ ნამდვილ ბიანკონეროს დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

კაცი ლეგენდა :love:

vakhtang karchava
9 years ago

პესოტო და ტაკინარდი გვჭირდება ეხლა))

jjj jjj
9 years ago

პესოტო შე ლომო :love:

vakhtang karchava
9 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x