ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ტურინი საკადრო პრობლემებს განიცდის. მაშინ როდესაც ალეგრი ტრეკუარტისტას ითხოვდა, გუნდს გარკვეულ პოზიციებზე პრობლემები შეექმნა. სემი ხედირასა და კვადვო ასამოას ტრავმებმა მაქს შუახაზელის მოყვანისკენაც უბიძგა. მწვრთნელი გამთამაშებელთან ერთად გამოკვეთილი ცენტრალური ნახევარმცველის დამატებასაც ითხოვს. ვერც გავამტყუნებთ, რადგან რეალურად ამ ეტაპზე მარკიზიოს, პოგბას, პერეირას და სტურაროს გარდა პრაქტიკულად არავინაა გუნდში. მათ სიას შეგვიძლია უნივერსალი პადოინიც მივამატოთ, მაგრამ მთავარ არსს ყველანი ჩაწვდით. ამ მხრივ სხვადასხვა ვარიანტები სახელდება.. ყველაზე პრობლემატური იქნება ლუის გუსტავოს ტრანსფერი ვოლფსბურგიდან.. გუარინზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია.. ამიტომაც აპირებს იუვე დონსას შეძენას კალიარიდან. ადრე იწერებოდა, რომ მაროტა მას ერთი წლით დატოვებდა სარდინიაზე, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა შეძენის შემთხვევაში მომენტალურად წამოიყვანოს ტურინში.. და რაც შეეხება დრაქსლერს..

გელზენკირხენულ მხარესთან კონტაქტი არ გაწყვეტილა. შესაძლოა შეყოვნდა, მაგრამ ეს ძირითადათ გამოწვეული იყო სუპერ თასის გამო. ეხლა კი მაროტას შეუძლია ახალი წინადადებით მიმართოს გერმანელებს, რომლებიც აქამდე 30 მილიონს არ უცვლიდნენ ფეხს.. თუმცა, როგორც ჩანს ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ.. ტურინი 15 მილიონს და პლიუს ბონუსად 9 მილიონის დამატებას.. თუმცა არ არის გამორიცხული მთავარმა თანხამ 17-იც კი შეადგინოს. დრაქსლერი კვლავინდებურად რჩება მაქსისთვის პრიორიტეტულ ფიგურად და მაროტა შეეცდება ამჯერად მაინც დაუკმაყოფილოს სურვილი იუვეს თავკაცს..

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

105 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

ვაიმე, სორიანოს მილანი გვახევს :loool: ოოო დიდებულო მაროტა შენ დაარწმუნე ჩვენთან წამოსვლაში :loool: ვიღუპებით სორიანო მილანში გადადის? რაღა ეშველება იტალიას და იუვეს, იტალიუვეს ნაცვლად იტალმილანი გახდება:-( რა ლეგენდას ვკარგავთ

jjj jjj
9 years ago

მე არ დავდიოდი, მაგრამ ამ უტვინოებმა იმდენი ქნეს გადაწყვეტილი მაქვს წავიდე :mrgreen:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

მინიმუმ 1 არჩევნებს ყველა ვარიანტში მოიგებენ, 2020_ში თუ გამოჩნდა ვინმე ახალი მერე შეიძლება შეიცვალოს რამე :chuvak:

jjj jjj
9 years ago

თუ შევიტანე ტელეფონი ჩავაკარტოჩკებ შემოხაზულ 5-ს და გაგიზიარებ ფეიცზე :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

არ გირჩევ :chuvak: მე საერთოდ არ ვაპირებ წასვლას

FeNoMeNo-9
9 years ago

1juve კიელინი გაქაჩავს ბაზარი არაა, მაგრამ რუგანი თავისი ტექნიკური არსენალითა და ტაკტიკური მომზადებით ჯორჯოს იდეალური შემცვლელი იქნება ;)

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

მოვა მაგის დროც რო შეცვლის, ჯერ 21 წლისაა მთელი კარიერა წინ აქ, ვერ ვიტყვი რო უახლოს მომავალში სასტავში იქნება მარა იმდენი თამაში კი მოუწევს რო კარიერის ბოლოს იუვეს ერთერთ წამყვან მოთამაშედ და ლეგენდად ჩაითვალოს. ყველას არ უმართლებს და დელ პიეროსავით და ბუფონივით ახალგაზრდა ასაკიდანვე ვერ ახერხებენ სასტავში თამაშს. ბონუჩი რო გაეყიდათ რეალში მაგი იქნებოდა რუგანის შანსი მარა, არ გაუმართლა რუგანის რო ბონუჩი დიდი იუვენტინო აღმოჩნდა და რეალს უარი უთხრა :chuvak:

jjj jjj
9 years ago

თუ შევ

Di Francesco # 1
9 years ago

ბუფონი რჩენა კიდე 3 წელი ბა კიელინი უნდა დარჩეს 2? :chuvak: ბუფონი რო წავა კიელინი კიდე დიდხანს უკაპიტნებს იუვეს

Di Francesco # 1
9 years ago

ჯერჯერობით ბონუჩი – კიელინი უბერავს, რო დადგება ერთერთის ჩანაცვლების საკითხი იმ დროისთვის უნდა იყოს რუგანი მზად და ალბათ იქნება, იქამდე ჯერ კიდე დიდი დროა. ძაძასი მჯერა იმიტორო კონტე ენდობა და კონტეზე უკეთესად იტალიაში ფეხბურთი ცოტამ თუ იცის

FeNoMeNo-9
9 years ago

boნუ-რუგანი უნდა დადგეს მომავალში იუვეს დაცვის ცენტრში. კიელინი ერთი ორი წელი გაქაჩავს კიდევ, დალშე რუგანიმ უნდა იკაცოს და მჯერა, რომ გაამართლებს!

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

rato kiელინი მეტს გაქაჩავს, ჯერ ასაკი არააქ

jjj jjj
9 years ago

მოვა არჩევნები, მოვა და ვინ რა გააფუჭა მაგას ვნახავთ :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

დღეს შეიძლება მასე ფიქრობ მარა ბიულეტინით ხელში რო დადგები ყუთთან, მერე დაფიქრდები ვისგან უფრო მეტი ცუდის მოლოდინია და აუცილებლად შემოხაზავ იმ ორნიშნა რიცხვს რომელიც ყველაზე პოპულრულია ამ ბოლო დროს :chuvak: ცუდია რო ცუდსა და უფრო ცუდს შორის ვაკეთებთ არჩევანს მარა ჭკუა უნდა გვეყოს და უფრო ცუდი არუნდა ავირჩიოთ :lool:

jjj jjj
9 years ago

ძაძა მაინც ჩააკვეხა რა :lool: რუგანის იმედი კი მაქ მარა იუვეს იმედი არ მაქ რომ ძირითადში ათამაშებს და არ შეუშლის განვითარებაში ხელს. ვინ უნდა ამპაგდოს ახლა მაგან ძირითადიდან

FeNoMeNo-9
9 years ago
Reply to  jjj jjj

ძაძა ნუ ეხუმრებით თქვენ :D :D ეგ სრულიად იტალიის მომავალია :D

jjj jjj
9 years ago

მოვიდეს არჩევნები, როგორც მოდით ისე წაბრძანდებით… :mrgreen:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

იმათმა იმდენი გააფუჭეს რო აუცილებლობა გახდა ვინმე ახლის მოყვანა, ნებისმიერი ახლის რომელიც ძალაუნებურად სულ რო არაფერი გაეკეთებინათ მაინც კარგ საქმეში ჩაეწერებოდათ, ჯერჯერობით ახალ მთავარობას იმდენი არ გაუფუჭებია რო შემდეგ მომსვლელს რამე “შემოეკეთოს” ამიტო ამ ეტაპზე გამორიცხულია ამათი გაშვება. :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

Del alex
არა მარგველა რო აირჩიეს მაგ დროს ვიყავი :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

FeNoMeNo-9
ვერატი იტალიაში რო დარჩენილიყო ნაპოლიში ან რომაში ვერატისაც არ დააფასებდით თქვენ, ვერატი რო დააფასა სხვამ უცხოელმა მერე დააფასეთ თქვენც, იტალიაში რო მიეღო დაფასება იტალიელების მიერ დაფასებულებს თქვენ არ ცნობთ.

ვერატი – დარმიანი – პერინი – რუგანი – რომანიოლი – ძაპაკოსტა – ლეალი – სტურარო – ბენასი – ელ შაარავი – ძაძა – ინსინიე – სანსონე რესურსი არი მთავარია სწორად გამოყენება

jjj jjj
9 years ago

რანოკიამ უნდა შეცვალოს კიელინი ბონუჩი იტალიაში? ვაი ცენზურა არ იყოს :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

რუგანიმ უნდა შეცვალოს

jjj jjj
9 years ago

ნაცი ყოფილხარ შენ მაშინ :chuvak:

jjj jjj
9 years ago

დაჟე ჩვენ რო მოგვბაძოს ყველამ მაინც არ დაბრუნდება ის კალჩო რაც იყო, იმის ნახევატიც კი არ იქნება… სიმართლის ნატამალი:-) მართლა დეპუტატი ხარ მგონია და არჩევნები ახლოვდება იცოდე ბრატ :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

vici gamovlilი მაქ უკვე წინა არჩევნები მარა მერე შევეშვი :chuvak:

jjj jjj
9 years ago

ვიდალს მაგდენი ქონია ნაფიქრი და 4 წლის შემდეგ განსჭვრიტა მომავალი თურმე ( შენი თქმით) და შენ გოიმს და დებილს ეძახი :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  jjj jjj

გოიმია იმიტორო იუვე ვერ დააფასა თუარა ისე ჭკვიანია ფულის შოვნის და პოპულარობის კუთხით

Di Francesco # 1
9 years ago

გაქსუებული ბერლუსკონი და ავტობუსის მძღოლი დე შილიო :chuvak:
ყველაფერში შეიძლება სიმართლის მარცვალი ეძებოს კაცმა რასაც ამბობთ მარა იტალიაში თაობა არ მოდისო მაგის თქმა არასერიოზულია. თაობა მოდის უბრალოდ ვერ ვითადრებიან, იმიტორო შესაფერის გარემოს ვერ ქმნიან მაგ გაქსუებულები და ავტობუსის მძღოლები :chuvak: მიბაძოს ყველა კლუბმა იუვეს და ეშველება იტალიურ ფეხბურთს, დღეს თუ რამე კარგი ხდება იტალიაში მთლიანად იუვეს დამსახურებააა, დაჟე იმაზე მეტს აკეთებენ ვიდრე ევალებათ

FeNoMeNo-9
9 years ago

მაგაში გეთანხმები იუვე ერთადერთი ნათელი წერტილია იტალიაში, მაგრამ კაცურად რა ახალგაზრდობაზე იძახი. ერთადერთი ფებხურთელი, რომელსაც სუპერსტარი სეგვიძლია ვუწოდოთ ეს არის მარკო ვერატი, დანარჩენები ნეხვის გროვაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნუ ეხლა ჯიჯისა და პირლოს არ ვგულისხმობ, რომლებიც ზოგადად მსოფლიო ფებხურთის ლეგენდებად მოიაზრებიან უკვე დღეს. დამატებული ამათ მარკიზიო-ბონუჩი-კიელინის ტრიო, რომელიც დღეს გამოირჩევიან. ვსიო ამათ გარდა მთელი იტალიური ფეხბურთი ერთი დიდი სანაგვეაა….

jjj jjj
9 years ago

ჩვენს გარდა რომელ კლუბს აქვს კაი სტადიონი? მართლა რას გავს ინფრასტრუქტურა :blin:

jjj jjj
9 years ago

ფენომენო
ძაძა ვიერია ბრატ და არა მარადონა:-)

FeNoMeNo-9
9 years ago
Reply to  jjj jjj

აა ხო ეგ დამავიწყდაა :D :D :D 1იუვე ეგ ტროიკა მაღალი დონეა და მაგ სიკოებთან არასდროს ვახსენებ. განსაკუთრებით მარკიზიოსა და ბონუცის გამოვყოფ. ;)

FeNoMeNo-9
9 years ago

იტალიურ ფებხურთს მანამდე არ ეშველება არაფერი, სანამ ეგ გაქსუებული, ბერლუსკონები, მორატები და ანიელების მაფიოზური კლანები არ ჩამოშორდებიან საქმეს. + მაგას საშინელი ინფრასტრუქურა და ყოვლად უსარგებლო ახალგაზრდები.

jjj jjj
9 years ago

ვაი რა ცუდ დღეშია იტალიური ფეხბურთი და ჩვენ ვიცინით :lool: მართლა ჩინური წარმოების პელე, კუნძი ბალოტელი, გლეხი ძაძა და გამგებელი იმობილე :lool: მუმია თუ ფარაონი ელშა:-) ავტობუსის მძღოლი დე შილიო, მაშველი ვალდიფიორი, ზაპრავჩიკი ჩერჩი და დამკავებელი რანოკია, პროსტა დამკავებელი :lool: ესაა იტალია დღეს

lasha tsasidze
9 years ago

კრიზისი ყველა ქვეყანას აქვს ესპანურსაც ქონდა გერმანულსაც და ინგლისურსაც და ეგ იმას სულაც არ ნიიშნავს რომ იტალიური ფეხბურთი წყალწაღებულია, ბარსელონა ერტი პერიოდი და რეალი . გერმანიდან ბავარია მხოლოდ თუ გავიდოდნენ ხოლმე წინ . შარშან ინგლისელებმა ცაისვარეს მიუხედავად იმკისა რომ ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ

Di Francesco # 1
9 years ago

FeNoMeNo-9
წელს იალიამ ევროპაში მეტი ქულები აიღო ვიდრე გერმანიამ? ელოდი წელს რო ასე დავჩაგრავდით გერმანიას? არა ხო, მარა ხო დავჩაგრეთ? არც მომავალ წელს ელოდები ხო? მარა ხო არაა გამორიცხული რო დავჩაგრო? კიდე 2-3 წელი უკეთესი ქულები რეიტინგში და ისევე ჩაცოცდება გერმანია ქვევით როგორც ამოცოცდა 3-4 წლის უკან :chuvak:

jjj jjj
9 years ago

რო ვეღარ ბობოქრობენ მაგაზეა დავი დარაბა:-) ახლა იბრიქება კი არ ბობოქრობს:-) ვალდიფიორი ვასკესით ვერაფერს იზამს იტალიური ფეხბურთი… აგერ ვნახოთ რა იქნება

jjj jjj
9 years ago

ანუ ვიდალს ფინალი ბავარიაზე ოცნებით უთამაშია :mrgreen: ვაახ ტო :mrgreen: თორნიკე ქართული ოცნების დეპუტატივით ბაზრობ :givi:

FeNoMeNo-9
9 years ago
Reply to  jjj jjj

:mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen: აშკარად სხვა სამყაროში ცხოვრობს ეგ კაცი. იმ სამყაროში სადაც ჯოვინკო, პელეა, დე ჩელიე რობერტო კარლოსი და ძაძა მარადონაა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  FeNoMeNo-9

შენ გჯერა რო ვიდალმა ბავარიაში წასვლის გადაწყვეტილება რო 1 თვეში მიიღო? ვიდალმა იუვეში მოსვლამდე იცოდა რო ერთ დღეს წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბავარიაში რო გადავიდოდა.
FeNoMeNo-9
მარკიზიო, ბონუჩი და კიელინი რატო გამომიტოვე? :chuvak:

| Newsphere by AF themes.
105
0
Would love your thoughts, please comment.x