სატრანსფერო ციებ-ცხელება
სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ტურინი საკადრო პრობლემებს განიცდის. მაშინ როდესაც ალეგრი ტრეკუარტისტას ითხოვდა, გუნდს გარკვეულ პოზიციებზე პრობლემები შეექმნა. სემი ხედირასა და კვადვო ასამოას ტრავმებმა მაქს შუახაზელის მოყვანისკენაც უბიძგა. მწვრთნელი გამთამაშებელთან ერთად გამოკვეთილი ცენტრალური ნახევარმცველის დამატებასაც ითხოვს. ვერც გავამტყუნებთ, რადგან რეალურად ამ ეტაპზე მარკიზიოს, პოგბას, პერეირას და სტურაროს გარდა პრაქტიკულად არავინაა გუნდში. მათ სიას შეგვიძლია უნივერსალი პადოინიც მივამატოთ, მაგრამ მთავარ არსს ყველანი ჩაწვდით. ამ მხრივ სხვადასხვა ვარიანტები სახელდება.. ყველაზე პრობლემატური იქნება ლუის გუსტავოს ტრანსფერი ვოლფსბურგიდან.. გუარინზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია.. ამიტომაც აპირებს იუვე დონსას შეძენას კალიარიდან. ადრე იწერებოდა, რომ მაროტა მას ერთი წლით დატოვებდა სარდინიაზე, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა შეძენის შემთხვევაში მომენტალურად წამოიყვანოს ტურინში.. და რაც შეეხება დრაქსლერს..
გელზენკირხენულ მხარესთან კონტაქტი არ გაწყვეტილა. შესაძლოა შეყოვნდა, მაგრამ ეს ძირითადათ გამოწვეული იყო სუპერ თასის გამო. ეხლა კი მაროტას შეუძლია ახალი წინადადებით მიმართოს გერმანელებს, რომლებიც აქამდე 30 მილიონს არ უცვლიდნენ ფეხს.. თუმცა, როგორც ჩანს ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ.. ტურინი 15 მილიონს და პლიუს ბონუსად 9 მილიონის დამატებას.. თუმცა არ არის გამორიცხული მთავარმა თანხამ 17-იც კი შეადგინოს. დრაქსლერი კვლავინდებურად რჩება მაქსისთვის პრიორიტეტულ ფიგურად და მაროტა შეეცდება ამჯერად მაინც დაუკმაყოფილოს სურვილი იუვეს თავკაცს..
წყარო: tuttojuve
რა გადაეკიდენ ამ დრაქსლერს
აგერ მოიყვანოს ფრანკო ვასკესი პალერმოდან თან ძვირიც არ დაჯდება 26 წლისაა თან იტალიელია
მშვენიერი ტრეკვარტისტაა, შარშანდელი სეზონი ამაზე და დიბალაზე იყო მთელი პალერმო დაყრდნობილი!!!
2016 ვერ გასცდებიან:-)
მაგისი მიშასაც არ ჯერა