ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი იუვეს სატრანსფერო ბატალიებზე საუბარობს..

Sky Sport 24-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ბიანკონერის სატრანსფერო სვლებზე ისაუბრა:“თავდაპირველად დავიწყოთ სიკეირას ტრანსფერით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამს მოლაპარაკებებში ფრანგული პსჟ ჩაერთო, ბიანკონერის უკვე ჰქონდა მიღწეული შეთანხმება ატლეტიკოსთან და თავად ფეხბურთელთანაც. ბრაზილიელმა კი არჩევანი სწორედ აპენინურ თავგდასავალზე გააკეთა. ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება და მას არენდის სახე ექნება, გამოსყიდვის უფლებით. რაც შეეხება დრაქსლერს.. მიუხედავად იმისა, თუ რა დაწერა მან სოციალურ გვერდზე გერმანელს პრინციპული შეთანხმება აქვს იუვესთან. აი უშუალოდ ხელმძღვანელობასთან სიტუაცია მეტად ჩახლართულია.. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც ითრევს ფეხს მაროტა 30 მილიონის გადახდაზე არის მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იულიანის აგენტი ამ ეტაპზე შტატებშია და როგორც ჩანს ტრანსფერი ნელა, თუმცა მაინც პროგრესირებს. ბოლო პერიოდში კულუარებში კუადრადოს კანდიდატურაზეც ალაპარაკდნენ, რომელიც არ არის გამორიცხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოგვარდეს..”

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

Tutojuve-ზე გიოტცეს იფორმებს იუვეო და არ მჯერა მე არც ამ მარკეტის და არც დი მარციოსი. :roll:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x