ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალს კომანის ბაიერნში ხილვა სურს

ბაიერნი მხოლოდ ვიდალის ტრანსფერით არ კმაყოფილდება როგორც ჩანს და მზად არის მეორე ტურინელი კინგსლი კომანიც გადაიბიროს. თავის მხრივ ჩილელი ფეხბურთელი ფრანგ ტალანტს ურჩევს, რომ მისი გზა გაიაროს და კარიერა გერმანიაში განაგრძოს:“ნამდვილად კარგი იქნება თუ ბაიერნი ასეთ მოთამაშეს მოიყვანს. მიუხედავად პატარა ასაკისა, კომანს გააჩნია კარგი ფიზიკური კონდიციები და იგი საკმაოდ სწრაფია. ვფიქრობ, ბაიერნში გადმოსვლით იგი არნახულ პროგრესს განიცდის, რითაც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს”. მიუხედავად ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია მაროტა ახალგაზრდა შემტევს შეელიოს.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

125 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

Del alex ბევრ რამეში გეთანხმები.სხვაობა მართლაც დიდია,მაგრამ მაშინ იუვე მყარად იდგა ფეხზე.მოჯი კი ისეთივე განუმეორებელია,როგორც დელ პიერო და პირლო.ის იუვე უნაკლო იყო,ცოტაც რომ გამართლებოდათ… თუმცა ამათმა საიდან დაწყეს ხომ გვახსოვს? ანიელის ჩვენზე მეტად რომ შესტკივა გული სადავო არ უნდა იყოს. მთავარი მიზანი ახლა კლუბის ფეხზე დაყენებაა,ვალებისგან ნელ-ნელა თავისუფლდებიან.2-3 წელი სჭირდება კიდევ და ვნახავთ მერე სულ სხვა იქნება სატრანსფერო და სახელფასო პოლიტიკა.მარტო სტადიონი რად ღირს? ჩელსი რომ ჩამოვიდა ინგლისელებმა თქვეს ასეთი სტადიონი ინგლისში არ არისო,წარმოგიდგენიათ ქვეყანა რომელიც საუკეთესო სტადიონებით იწონებს თავს! დიდი სვლები გაკეთდა ახალგაზრდა ტალანტების დაბევების მხრივაც,ერთი ვიღაც მოისე,აფრიკული წარმოშობის იტალიელი ახალ პელედ არის შერაცხული.ტიპი 15 წლისაა და სასწაულებს აკეტებს,ბარსა,ჩელსი… Read more »

jjj jjj
9 years ago

ვისაც გახსოვთ ის ძველი იუვე, ვინც მოსწრებიხართ დეშამს, კონტეს, ტაკინარდის და სხვებს, მაგ დროინდელ იუბესა და ახლანდელ იუვეს შორის რა განსხვავებებს ხედავთ ძმურად მითხარით… გუნდი რა დონეზე დეგრადირდა, სადამდე დავეშვით? 1 წუთით მაინც გიფიქრიათ?! მაშინ, როცა სიგიჯეს მიაწერდნენ 30 მილიონიან ტრანსფერსაც კი მოჯიმ ბუფონში, ნედვედში ტურამში რამხელა თანხა გაისროლა გახსოვთ? ზიდანის გაყიდვიდან შემოსული ფულით… აი ეს იყო ტრანსფერები და გუნდის შენება!!! დღეს 30 მილიონიანი ტრანსფერი რომ არაფერს ნიშნავს ზოგადად, იუვეს იმის … არ აქვს რომ ერთი, მხოლოდ ერთი ხარისხიანი ფეხბურთელი მოიყვანოს აზრზე ხართ?! ამის მაგივრად მოყავს 3 უხარისხო. აი ახლა მითხარით ეს რა გრანდის შესაფერისია? გუნდმა ამხელა მოგება ნახა, ლიგიდან,… Read more »

forza bianconeri
9 years ago

სტურარო შეიძლება ვიდალზე უკეთესიც დადგეს ჯერ ახალგაზრდაა და ვაცადოთ ლაციოსთან თავისი კლასი კარგად გამოამჟღავნა და იმედია ეგრე გააგრძელებს :forza:

vakhtang karchava
9 years ago

ეგ რა ხელმძღვანელობაა რა.4 წელია ნორმალური ტრანსფერი არ გაუკეთებიათ. სკუდეტოები და ლიგის ფინალები თავისთვის დაიტოვონ,ჩვენ მაგარი ტრანსფერები გვირჩევნია…

lasha naxucrishvili
9 years ago

ეს კომენტარი როგორ გავიგოთ ეხლა ვინ წამოეგება ანკესზე ?
შენ ამას სერიოზულად არ იტყოდი :) :up:

forza bianconeri
9 years ago

აბა :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

Realtan 1 tamashshi da fimalshi tevesis dartymulebs daamaata moratam.
Rac sheeexeba vidalis temas es ideashi sheudzleba sturarom shecvalos. Magram gunds xhirdeba kreativiiiiiiiiiiii da unda moiyvanos farchakma marotam

| Newsphere by AF themes.
125
0
Would love your thoughts, please comment.x