ვიდალს კომანის ბაიერნში ხილვა სურს
ბაიერნი მხოლოდ ვიდალის ტრანსფერით არ კმაყოფილდება როგორც ჩანს და მზად არის მეორე ტურინელი კინგსლი კომანიც გადაიბიროს. თავის მხრივ ჩილელი ფეხბურთელი ფრანგ ტალანტს ურჩევს, რომ მისი გზა გაიაროს და კარიერა გერმანიაში განაგრძოს:“ნამდვილად კარგი იქნება თუ ბაიერნი ასეთ მოთამაშეს მოიყვანს. მიუხედავად პატარა ასაკისა, კომანს გააჩნია კარგი ფიზიკური კონდიციები და იგი საკმაოდ სწრაფია. ვფიქრობ, ბაიერნში გადმოსვლით იგი არნახულ პროგრესს განიცდის, რითაც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს”. მიუხედავად ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია მაროტა ახალგაზრდა შემტევს შეელიოს.
წყარო: tuttojuve
Del alex ბევრ რამეში გეთანხმები.სხვაობა მართლაც დიდია,მაგრამ მაშინ იუვე მყარად იდგა ფეხზე.მოჯი კი ისეთივე განუმეორებელია,როგორც დელ პიერო და პირლო.ის იუვე უნაკლო იყო,ცოტაც რომ გამართლებოდათ… თუმცა ამათმა საიდან დაწყეს ხომ გვახსოვს? ანიელის ჩვენზე მეტად რომ შესტკივა გული სადავო არ უნდა იყოს. მთავარი მიზანი ახლა კლუბის ფეხზე დაყენებაა,ვალებისგან ნელ-ნელა თავისუფლდებიან.2-3 წელი სჭირდება კიდევ და ვნახავთ მერე სულ სხვა იქნება სატრანსფერო და სახელფასო პოლიტიკა.მარტო სტადიონი რად ღირს? ჩელსი რომ ჩამოვიდა ინგლისელებმა თქვეს ასეთი სტადიონი ინგლისში არ არისო,წარმოგიდგენიათ ქვეყანა რომელიც საუკეთესო სტადიონებით იწონებს თავს! დიდი სვლები გაკეთდა ახალგაზრდა ტალანტების დაბევების მხრივაც,ერთი ვიღაც მოისე,აფრიკული წარმოშობის იტალიელი ახალ პელედ არის შერაცხული.ტიპი 15 წლისაა და სასწაულებს აკეტებს,ბარსა,ჩელსი და არსენალი ცდილობენ ხელში ჩაგდებას,მაგრამ იუვემ ყველას დაასწრო.ცოტა უნდა მოვითმინოთ,აქამდე შედეგებით უკმაყოფილო ვერ ვიქნებით. 2-3 ფეხბურთელი აუცილებლად სჭირდება გუნდს,მაგრამ ჯერ ფანჯარა არ დაკეტილა და ვნახოთ ვის მოიყვანენ. საგინებელი და სალანძღავი კი არავინ არაა,არც კონტე რომლის უდიდესი დამსახურებაა იუვეს გაცოცხლება,არც ვიდალი რომელმაც დიდი სამსახური გაუწია გუნდს,არც ძაძა,პადოინი თუ ხედირა,ეს ხალხი იუვესთვის შრომობს მოგვწონს თუ არა. იუვე ერთი დიდი ოჯახია და ჩვენც მისი წევრები ვართ.პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთელებსაც,ხელმძღვანელობასაც და ერთმანეთსაც.ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია და ვიკამათოთ,მოსაზრებები გამოვთქვათ,მაგრამ ზღვარი დავიცვათ. აქ ბევრი სტუმარი შემოდის,შემოდიან ასევე დამწყები გულშემატკივრები,რომლებიც ახლა იცნობენ რას წარმოადგენს იუვე,ეს ერდადერთი ადგილია სადაც შეუძლიათ გაიცნონ ჩვენი გუნდი,ჩვენ თუ ვაგინეთ ჩვენებს რას იტყვიან ბავშვები? იუვე ყველასგან განსხვავებულია თავისი პოლიტიკით,მიდგომით,აურით,გულშემატკივრებით… ბოლოს კი მინდა ვისურვო იუვე დაბრუნებოდეს თავის ხელწერას და როგორც ადრე ვესალმებოდი გრანდებს,მეთქვას: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში))
ვისაც გახსოვთ ის ძველი იუვე, ვინც მოსწრებიხართ დეშამს, კონტეს, ტაკინარდის და სხვებს, მაგ დროინდელ იუბესა და ახლანდელ იუვეს შორის რა განსხვავებებს ხედავთ ძმურად მითხარით… გუნდი რა დონეზე დეგრადირდა, სადამდე დავეშვით? 1 წუთით მაინც გიფიქრიათ?! მაშინ, როცა სიგიჯეს მიაწერდნენ 30 მილიონიან ტრანსფერსაც კი მოჯიმ ბუფონში, ნედვედში ტურამში რამხელა თანხა გაისროლა გახსოვთ? ზიდანის გაყიდვიდან შემოსული ფულით… აი ეს იყო ტრანსფერები და გუნდის შენება!!! დღეს 30 მილიონიანი ტრანსფერი რომ არაფერს ნიშნავს ზოგადად, იუვეს იმის … არ აქვს რომ ერთი, მხოლოდ ერთი ხარისხიანი ფეხბურთელი მოიყვანოს აზრზე ხართ?! ამის მაგივრად მოყავს 3 უხარისხო. აი ახლა მითხარით ეს რა გრანდის შესაფერისია? გუნდმა ამხელა მოგება ნახა, ლიგიდან, იტალიიდან თუ სპონსორებიდან და ის ერთი ფეხბურთელი ვერ მოუყვანიათ, რომელსაც მწვრთნელი იხვეწება… ან მოუყვანენ დიეგო პეროტის და გუარინს, ეტყვიან აი ერთის ნაცვლა ორი ფეხბურთელი მოგიყვანეთო. ხალხნო თუ არ მოსწრებიხართ იმ იუვეს, მართლაც გრანდს და შესანიშნავს ნუ იძახით მაინც ძაძებით და შმაზებით გადატენილი გუნდი მსოფლიოს საუკეთესოთა შორის შედისო. დღესდღეობით არ შევდივართ მათ რიცხვში!!! ნუ გგონიათ, რომ 100 მილიონიან ტრანსფერებს ვითხოვ და საოცრებების ჩადენას ხელმძღვანელობის მხრიდან. იმას ვითხოვ, რომ შალკეს და ბავარიას მაინც ნუ დავაცინინებთ ჩვენ თავსთქო!!! თავს თუ იბრმავებთ ეგეც თქვით!!! მე ვიცი რას ნიშნავდა იუვე და რას ნიშნავს ახლა და ამჟამინდელზე მართლაც გული შემტკივა!!! აქ რომ მეგონა ობიექტურად აფასებდით უმეტესობა მოვლენებს და აღმოჩნდა რომ პირჯქითაა ყველაფერი, დავემსგავსეთ ისეთ გულშემატკივრებს ვინც ზედაპირულად აზროვნებს, ფიქრობს და ლაპარაკობს, არადა პირიქით უნდა იყოს… აქ ბევრი ვიცი კონტესთვის უგინებიათ!!! კონტეს მარტო დაუნახავი შეაგინებს იუვეს გულშემატკივრებიდან! უნდა წასულიყო კი ბატონო, მაგრამ ჯერ ერთი არსად არ გაქცეულა და მერე მეორე მკვდარი იუვე გააცოცხლა და ფეხზე დააყენა. ვერ დავაფასეთ, პირიქით ვაგინეთ. ესაა გულშემატკივრობა? არ მინდა შედარება გამომოვიდეს, მაგრამ ვიდალსაც ნუ ნათლავთ მოღალატედ! კაცმა უდიდესი სიხარული გვაჩუქა თან არაერთხელ… მადლობის მეტი რა გვეთქმის?! მაროტას რომ ჭკუა ქონოდა უკეთესადაც გამოიყენებდა მაგის ტრანსფერს მაგრამ აქ რომ მიგაჩნიათ ღმერთად ეგრე არაა! თქვენ ალბათ მოჯი არ იცით ვინაა და ვინ იყო:-/ ბოლოს რაც მინდათ გთხოვოთ, იმედია არ მიწყენთ: იყავით ობიექტურები და ნურავის გავლანძღავთ ვისაც არ ეკუთვნის დაწყებული კონტედან დამთავრებული ვიდალით… სალანძღის მეტი რაა
სტურარო შეიძლება ვიდალზე უკეთესიც დადგეს ჯერ ახალგაზრდაა და ვაცადოთ ლაციოსთან თავისი კლასი კარგად გამოამჟღავნა და იმედია ეგრე გააგრძელებს
ეგ რა ხელმძღვანელობაა რა.4 წელია ნორმალური ტრანსფერი არ გაუკეთებიათ. სკუდეტოები და ლიგის ფინალები თავისთვის დაიტოვონ,ჩვენ მაგარი ტრანსფერები გვირჩევნია…
ეს კომენტარი როგორ გავიგოთ ეხლა ვინ წამოეგება ანკესზე ?
შენ ამას სერიოზულად არ იტყოდი :)
აბა
Realtan 1 tamashshi da fimalshi tevesis dartymulebs daamaata moratam.
Rac sheeexeba vidalis temas es ideashi sheudzleba sturarom shecvalos. Magram gunds xhirdeba kreativiiiiiiiiiiii da unda moiyvanos farchakma marotam