ასამოა სამ კვირაში დაბრუნდება
“იუვენტუსის” ლაზარეთიდან კარგი ამბებია. საქმე იმაშია, რომ როგორც დღეს ოფიციალური პრეს-რელიზიდან გახდა ცნობილი, კვადვო ასამოას მდგომარეობა ექიმებმა დადებითად შეაფასეს და მწვანე შუქიც კი აუნთეს, რათა განელმა უკვე მინდორზე დაიწყოს ინდივიდუალური ვარჯიშები და მალე, დაახლოებით, სამ კვირაში თანაგუნდელებსაც შეუერთდეს. სამედიცინო ტესტები დღეს ბარსელონაში პროფესორ რამონ კუგატის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კარგ ფორმაში მყოფი კვადვო ძალიან სასარგებლოა, მახსოვს ერთხელ ითამაშა ცენტრალურ ნახევარმცველად და შესანიშნავ ჩაატარა შეხვედრა )) მალე დაბრუნდი
Kვადვო არახარ ცუდი კაცი
კარგია