ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე ფიქრობს

დღეს ერთდროულად ორმა ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ Gazzetta dello sport -მა და Tuttosport -მა ტურინის “იუვენტუსის” მხრიდან კრისტიან ერიკსენით დაინტერესების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Gazzetta -ს ცნობით “ტოტენჰემის” ნახევარმცველი მაროტასათვის უკან დასახევი გეგმაა დრაქსლერის თაობაზე მოლაპარაკებების საბოლოოდ ჩიხში შესვლის შემთხვევაში. “ბიანკონერი” უკვე დიდი ხანია ტრეკუარტისტას ეძებს, 23 წლის დანიელს კი ნახევარდაცვის ცენტრშიც ძალუძს თამაში, რაც “იუვენტუსისთვის” დამატებით მოტივაციას წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ფინანსური საკითხები აქაც ერთ-ერთი დაბრკოლებაა: ლონდონელები ერიკსენში 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ, როცა ტურინული მხარე მზადაა 20-23 მილიონი შესთავაზოს “უაით ჰართ ლეინის” ბინადრებს.

წყარო: football italia

17 thoughts on ““იუვენტუსი” კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე ფიქრობს

  1. დღევანდელ რეალობაში ამის მოყვანა უფრო არარეალურია ვიდრე დრაქსლერის)) რაღაც არა მგონია რო ტოტენჰემმა თუნდაც 30-ად გაყიდოს) და ყველაზე ღადაობა ის არის რო, რომც გაყიდოს ეს ჩემისები ისევ წუწუნს დაიწყებენ და ამასაც გაუშვებენ ხელიდან. მარა რეალურად მე ჭორი მგონია.

  2. რა უკან დასახევი გზა დრაქსლერს ათი თავით ჯობია )) აბა რომელი იტყვით რო დრაქსლერი ამაზე მაგარიაო..

    ერიქსენი რო მოიყვანონ დაგვხატავს.. ძალიან ძლიერ ფეხბურთელს დავითრევთ ამის სახით, გასაგებია ტოტენჰემი არ გამოუშვებს მაგრამ ცოტა მაინც ვიოცნებოთ ))_)

  3. juves xelmzgvaneloba magonebs dakompleqsebul da utavmoyvare tineijers, romelsac didi warmodgena aqvs sakutar tavze da cdilobs ertbashad ramdrnime nasha sheabas, tumca sabolood vagzlis prastitutkastan ikmayofilebs mamakacur motxovnilebebs, shemdeg gamodis da sastavs abolebs naxet ra roza var sauketeso gogoebs vaformebo :D :D

  4. ეგ თუ გამოვიდა მაგარი იქნება,ჩემი ფავორიტია ერიკსენი,ზუსტად ისაა რაც ალეგრის სჭირდება,ჭკვიანია,ტექნიკური და ჯარიმებსაც მაგრად ურტყამს.

  5. ორივე გვინდა დრაქსლერი და ერიქსენი და ეგაა . მერე ვინც ბრუცოს შეაგინებს ნამუსი არ ექნება სულ 50 ლიმონი ეყოფა და მაგარი მომავლის გუნდი იქნება რომელსაც წელსაც ექნება მინიმუმ მეოთხედფინასლის პრეტენზია :juvee:

  6. დრაქსლერი – მთავარი სამიზნეაო ამბობენ და 30 მილიონს არ იხდიან, ერიქსენს უფრო მაკლებად ვინ მოგვცემს ?

  7. )))) ერიკსენი კარგიაა ) სტანდარტები აქ მშვენიერი ) და ისედაც ჭკვიანი მოთამაშეა )) მაგრამ მაროტა ეხლა ვაჭრობსს )) დრაქსლერზე ნაკლები ეს ტრაფსერი არანაირად არ დაჯდება ) თუ გავითვალისწინებთ ტოტელჰემის პრეზიდენტს რომელიც ძაან ჯიუტი მასტიაა :D:D ))) არარეალური ჩანს ეს ტრასფერი )) დრაქსლერი ვერ მოყავთ და ამას როგორ მოიყვანებენ ) როცა უფრო ძვირი ღირს ) ყოველშემთხვევაში 23 მილიონად აავინ გაუშვებს ) 23 მილიონს ინგლისშში საშუალო დონის არაფრად გამორჩეულ ფეხბურთელებში იხდიან )) ერიკსენს კლასი აქვს ) თუმცა სისწრაფე რაა ) ალეგრის თუ ხაზებს შორის უნდა მოთამაშე ) ერიკსენი არც თუ ისე იდეალური ვარიანტია ) სტანდარტები კი ბატონო იდეალურიაა )) მოედნის ხედვაც ) მაგრამ ინდივიდლურ თამაშში და სისწრაფეში მოიკოჭლებს )) ეს უფრო პირლოს ტიპისაა )) ოღონდ წინ თამაშობს გაცილებით ) პირლოს არავის არ ვადარებ ) თვისებები ერთნაირია სათამაშო ) დრაქსლერი უფრო სწრაფიაა და შეუძლია ფლანგზეც ითამაშოს )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.