ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში

სამი ხედირას ტრავმამ ჯუზეპე მაროტა იძულებული გახადა, ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაზე დაეწყო მუშაობა.იტალიური პრესის ცნობით, ბიანკონერების მთავარი მიზანი ახლა ისეთი შუახაზელის მოძებნაა, რომელსაც ასპარეზობა შემტევ ნახევარმცველადაც შეუძლია.ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი რობერტო სორიანოა, გერმანიაში დაბადებულ მოთამაშეს “სამპდორიას” რიგებში კარგი სეზონი ჰქონდა და იტალიის ნაკრებშიც იღებდა მიწვევებს, რამაც მის მიმართ ინტერესი არაერთ გრანდს გაუჩინა.ტურინელების გარდა, 24 წლის რობერტოს “ნაპოლი” და “მილანიც” აკვირდებიან.აღსანიშნავია, რომ სორიანოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ფაბიო პარატიჩისთან, სწორედ მაროტას მარჯვენა ხელმა მიიყვანა იგი გენუურ კლუბში 2009 წელს, რის შემდეგაც აეწყო იტალიური კარიერა.”სამპდორია” ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით 10-15 მილიონ ევროს მოითხოვს.

გაზეტა დელო სპორტი კი ტურინის “იუვენტუსს” კრისტიან ერიქსენს უკავშირებს.”ტოტენჰემის” შემტევ ნახევარმცველს ბიანკონერები უფრო იულიან დრაქსლერის ალტერნატივად განიხილავენ, რომელთანაც მოლაპარაკებები არცთუ სახარბიელოდ მიდის.დანიელ ფეხბურთელს ასპარეზობა როგორც ფორვარდების უკან, ისე მარცხენა ნახევარმცველად შეუძლია, თუმცა ყველას კარგად მოეხსნება, ამათგან რომელი პოზიციაა მეტად პრობლემატური მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის.ჯერ-ჯერობით კონტაქტი ლონდონურ და ტურინულ კლუბებს შორის არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, 23 წლის მოთამაშე ჯუზეპე მაროტას თვალთახედვის არეშია მოქცეული.

გილერმე სიკეირამ კი სამედიცინო შემოწმება მომავალ კვირაში უნდა გაიაროს.”იუვე” “ატლეტიკოს” არენდის სანაცვლოდ ორ მილიონ ევროს, გამოსასყიდად კი 6 მილიონს გადაუხდის, თავად ფეხბურთელი ბიანკონერებთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ანაზღაურება 2 მლნ + ბონუსები იქნება.ამასთან, იტალიური პრესის ცნობით, 29 წლის ბრაზილიელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მაროტა ფინალურ შეტევას მოამზადებს ალექს სანდროზე და უარის შემთხვევაში, “უდინეზეს” ექს-მცველს დაიმატებს.

წამსვლელებზეც ვთქვათ, ფერნანდო ლიორენტე უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდება, “სევილია” ბასკის მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენს.კარლოს ბაკას გასხვისების შემდეგ ანდალუსიელებს შემადგენლობის გაძლიერება სურთ და ჩირო იმობილეს გარდა კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას აპირებენ.მოლაპარაკებები მხარეებს შორის მალე დაიწყება და შეთანხმება დაახლოებით 10-12 მილიონ ევროზე უნდა შედგეს, შესაძლებელია არენდაც გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.რაც შეეხება მაურისიო ისლას, ჩილელის ტრანსფერზე უნაი ემერის გუნდი ლიორენტეს გაფორმების შემდეგ იზრუნებს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

ალექს სანდრომ იუვე არა ტოროლაო :mrgreen: წადით განვადება გააკეთეთ ზუმერშიო და მე მანამდე სიტიში წავალო :lool:

jjj jjj
9 years ago

რას ამბობთ კაცო, ძაძა არ გვეზრდება მომავალი ვიერი თუ ბუფონი 2 არ გვყავს ნეტო? აგერ კონტე 2 სორიანოს ვყიდულობთ, იქეთ ძამბროტა 2 სიკეირას. ერთი დელ პიეროს მიმსგავსებულიც გვაპოვნინა და კი მოვიგებთ ლიგას დილის ძილში… :mrgreen:

jek17
9 years ago

როგორც ჩანს იუვეს ლიგა არასდროს არ ეღირსება,სამწუხარო რეალობა ეგ არის

d a v i d
9 years ago

ფრანცო ვასკესი მოიყვანეტ პალერმოდან :up: სორიანოს ჯიბეში ჩაისვამს!!

Samtrediel90
9 years ago

კოუტინიო იჩალიჩეთ რა, ვინებს დასდევთ ტო,ეგაა ვინც გვჭირდება :chuvak:

jjj jjj
9 years ago

არა ცუდი არაა, მაგრამ არც კარგია, არც ნორმალური :mrgreen: რა არის იცით? ერიკსენი მოიგონეს ახლა გიოტცეზე და დრაქსლერზე რომ “დაახვიეთო” უთხრეს! ახლა ერიქსენზე გვეტყვიან ხერხემალს ჩააყოლეთ ხელიო? :modee: ბოლოს ნაცნობობით შეძლებს მაროტა სორიანოს მოყვანას და “გაახარებენ” ალეგრიტოს. სამაგიეროდ იტალიელია, ნაკრების კაცად მოიაზრება და რო რამე არ გაიქცევა, ერთგულია რა :kenwvla: ვა თქვენ გენაცვალეთ გუნდის შენებაში :mrgreen: მაროტას ხელში იუვემ მაქსიმუმს მიაღწია, ხოოდა დიდი მადლობა ბრუციკ და წააი პენსიაზე :c:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

სორიანო არ არი ცუდი ბიჭი ერიქსენი დაგვხატავდა სიკეირა მძორია

jjj jjj
9 years ago

აა ბატონო თქვენ ტრეკვარტისტა :lool: რაც შეეხება ერიკსენს ჭორია 100% :yes:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x