ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი: ” დიბალა ბრწყინვალე შენაძენია “

პროფესიულ საქმიანობას ჩამოცილებული “იუვენტუსის” ყოფილი დირექტორი ლუჩიანო მოჯი ტურინელთა რიგებში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს. სატრანსფერო გურუმ “ბებერი ქალბატონის” ბორდს ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებები მოუწონა: ” ჩემთვის არსებობს “იუვე”, რომელიც ყოველთვის მწვერვალზეა და რომლის დონის მიღწევაც მუდამ სირთულეს წარმოადგენს. იტალიაში “იუვენტუსი” ყოველთვის ფავორიტია. გუნდი გაახალგაზრდავდა, პირლოს წასვლა კი უბრალოდ გარდაუვალი იყო. შესაძლოა, გუნდს ტევესის გოლები დააკლდეს, რადგან მანძუკიჩი ნაკლებს იტანს, მაგრამ დიბალა ბრწყინვალე შენაძენია. ვფიქრობ, არგენტინელს უფრო მეტის გატანა შეუძლია, ვიდრე სხვა ბევრ თავდამსხმელს. ” -აცხადებს მოჯი.

წყარო: football italia

5 thoughts on “მოჯი: ” დიბალა ბრწყინვალე შენაძენია “

    1. კაი რა რა ძაძა მაგას ისევ პელე თუ არ ჯობდეს თ ავი მომაჭერი სანსონე ელ შაარავი ბერარდი ეს იქნება იტალიის წინახაზი ნუ თუ ბალოტელი გაცოცხლდა რა ვიცი კაი იქნება იტალიაში თუ დაბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.