ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო : “ალექს სანდროს ტრანსფერი ხვალ მოგვარდება”

გილერმე სიკეირას ტრანსფერის შეჩერებას გასაგები მიზეზი ჰქონდა, ეს მიზეზი კი ალექს სანდროს შესაძლო ტრანსფერია.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერებმა “პორტოსთან” 22 მილიონ ევროზე + ბონუსებზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა, ტურინელები ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს აგვარებენ.ბრაზილიელ მცველს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და როგორც სჩანს, ლურჯ-თეთრებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ სურთ.24 წლის მარცხენა მცველი ბებერ ქალბატონთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება კი 2,5 მილიონი ევრო იქნება.სანდროს მიმართ ინტერესს მანჩესტერ “სიტიც” იჩენდა, თუმცა შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.ეს ინფორმაცია წუხელ გავრცელდა, დი მარციოს ვებ-გვერდის მტკიცებით, დღეს გარიგების უკანასკნელი დეტალები მოგვარდება, რის შემდეგაც ალექსი ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩაფრინდება.

წყარო : Football Italia

4 thoughts on “დი მარციო : “ალექს სანდროს ტრანსფერი ხვალ მოგვარდება”

  1. სანდრო კარგია ) ევრას დაერხა ანუ :D:D )) დაჯდა სკამზე )) მაგრამ ამხელა თანხა ) ? დ; )) დრაქსლერზე მეტს აძლევენ )) პორტოს ) თუმცა ნაკლებად ვერ იყიდი დღეს სანდროს დონის მოთამაშეს )) მოკლედ კარგი ტრასფერი იქნება ეგ ) ამას დაამატონ დრაქსლერი და გუნდი დაკომპლექტებულია )) ;დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.